ინტერნეტით უკეთ სარგებლობა
გვერდების სწრაფი მოძიება
Firefox იყენებს ნაკლებ მეხსიერებას, ვიდრე Chrome, ასე რომ ყველა დანარჩენი პროგრამა, შეძლებს განაგრძოს სწრაფი მუშაობა.
იხილეთ ვრცლადთქვენი რჩეული გაფართოებები
დაამატეთ მძლავრი ფუნქციები, გამოსადეგი შესაძლებლობები და გასართობი თამაშებიც კი Firefox-ბრაუზერს.
ყველა გაფართოების ნახვაწონასწორული მეხსიერება
Firefox იყენებს იმდენ მეხსიერებას, რაც საკმარისია თავისუფლად მუშაობისთვის, ასე რომ თქვენი კომპიუტერი მზად იქნება სხვა დავალებების შესასრულებლადაც.
იხილეთ ვრცლადმეტად მძლავრი პირადი რეჟიმი
პირადი დათვალიერების რეჟიმი შლის ფუნთუშების მონაცემებს და მონახულებულ გვერდებს, ყოველი დახურვისას.
იხილეთ ვრცლადსარეკლამო მეთვალყურეების არიდება
Firefox თავისთავად ზღუდავს 2000+ სარეკლამო მეთვალყურეს, რომელიც თან დაგყვებათ ინტერნეტში.
იხილეთ ვრცლადპაროლების მმართველი
Firefox Lockwise გაძლევთ წვდომას თქვენს ყველა პაროლთან, რომლებსაც ინახავს Firefox — რასაკვირველია უფასოდ.
იხილეთ ვრცლადთქვენზე მორგებული ბრაუზერი
გააფორმეთ ბრაუზერი თქვენი გემოვნებით ათასობით განსხვავებული თემის მეშვეობით.
იხილეთ, რჩეული თემებიმოწყობილობების დასინქრონება
უზრუნველყავით, რომ ყველა თქვენი მნიშვნელოვანი მასალა — მოძიებული გვერდები, პაროლები, გახსნილი ჩანართები — გაჩნდეს იქ, სადაც გჭირდებათ, თითოეულ მოწყობილობაზე.
გამოიყენეთ Firefox-ანგარიშიგაუმჯობესებული სანიშნები
სანიშნების ვარსკვლავის ნიშნით შეძლებთ სწრაფად დაალაგოთ და სასურველი სახელები მიანიჭოთ საქაღალდეებს.
იხილეთ ვრცლადამოცნობის შეზღუდვა
ანაბეჭდით ამოცნობა, ინტერნეტში თვალის დევნების სახეა, მეტად მძლავრი ვიდრე ფუნთუშებით მეთვალყურეობა — სწორედ ამიტომაც ზღუდავს Firefox-ბრაუზერი.
მომხმარებლის ამომცნობების შეზღუდვაგვერდების თარგმნა
თარგმნეთ 100-ზე მეტი ენიდან თქვენს ენაზე პირდაპირ Firefox-ბრაუზერი-ში – აქამდე არნახული სიმარტივით.
თარგმნეთ თქვენს ენაზე