Mozilla VPN
უსაფრთხოება, საიმედოობა და სიჩქარე — ყველა მოწყობილობაზე, სადაც არ უნდა წახვიდეთ.
წარმოსახვითი კერძო ქსელი, Firefox-ის შემქმნელებისგან.
30-დღიანი ვადა თანხის ანაზღაურებისთვის

პირადულობა ერთი წკაპით
მოინახულეთ, გაუშვით პირდაპირ ეთერში, ითამაშეთ და იმუშავეთ, პირადულობის დაცვით. არ აქვს მნიშვნელობა მგზავრობთ, საჯარო WiFi-ს იყენებთ თუ უბრალოდ მეტი უსაფრთხოება გსურთ, ჩვენთვის თქვენი პირადულობა, მუდამ უპირველესია.

სწრაფი და დაცული ქსელი
Mozilla VPN გაშვებულია სერვერების საერთაშორისო ქსელში, რომელსაც უზრუნველყოფს Mullvad. უმაღლესი დონის WireGuard® ოქმის გამოყენებით, იშიფრება თქვენი მოქმედებები ქსელში და იფარება IP-მისამართი. არასდროს აღვრიცხავთ, არ მივადევნებთ თვალს და არ გავაზიარებთ თქვენი ქსელის მონაცემებს.

VPN კომპანიისგან, რომელსაც ენდობით
20 წელზე მეტია, რაც Mozilla ხალხს აყენებს ყველაფერზე წინ და იბრძვის ინტერნეტში პირადულობისთვის. არამომგებიანი დაწესებულების მხარდაჭერით, თავდაუზოგავად ვცდილობთ შევქმნათ უკეთესი და ჯანსაღი საყოველთაო ინტერნეტი. თითოეული ჩვენი მოქმედება, ექვემდებარება ჩვენს მიზანსა და პრინციპებს.

კავშირი 750-ზე მეტ სერვერთან 30-ზე მეტ ქვეყანაში
იხილეთ, სრული სია სერვერების.
30-დღიანი ვადა თანხის ანაზღაურებისთვის
- 5-ზე მეტ მოწყობილობასთან მიერთების საშუალება
- 750+ სერვერი 30+ ქვეყანაში
- მოწყობილობის დონეზე დაშიფვრა
- შეუზღუდავი გამტარუნარიანობა
- ქსელში მოქმედებების აღურიცხავად
ᲮᲓᲙ
რა არის VPN და რას იყენებს?
ვინაიდან ყოველდღიურობის დიდი ნაწილი ინტერნეტში ინაცვლებს, ციფრული პირადულობა და უსაფრთხოება მეტ მნიშვნელობას იძენს. VPN, ანუ წარმოსახვითი კერძო ქსელი ინტერნეტთან დაცული, პირადი კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა. იგი ქმნის ერთგვარ „გვირაბს“ თქვენს მოწყობილობასა და დანარჩენ ინტერნეტს შორის და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ორი გზით:
- ფარავს თქვენს ნამდვილ IP-მისამართს. გიცავთ ვინაობისა და მდებარეობის გამჟღავნებისგან.
- შიფრავს მიმოცვლილ მონაცემებს თქვენსა და VPN-ის მომწოდებელს შორის, შედეგად ვერავინ ადგილობრივ ქსელში, ვერ შეძლებს მის ამოკითხვას ან ჩანაცვლებას.
გაეცანით ხუთ ცხოვრებისეულ მაგალითს თუ რისთვისაა გამოსადეგი VPN თქვენს მოწყობილობაზე.
რა მონაცემებს ინახავს Mozilla VPN?
ჩვენ არ აღვრიცხავთ, არ ვადევნებთ თვალს და არ ვაზიარებთ თქვენს მოქმედებებს ქსელში. ჩვენ მკაცრად მივდევთ Mozilla-ს მონაცემების პირადულობის პრინციპებს და მხოლოდ იმ მონაცემებს ვაგროვებთ, რომელიც აუცილებელია VPN-ის მუშაობისა და დროდადრო გაუმჯობესებისთვის.
როგორაა დაცული ჩემი პირადი მონაცემები?
WireGuard® ოქმი შიფრავს თქვენს ქსელში მიმოცვლილ მონაცემებს და სრულად იცავს თქვენს პირად ინფორმაციას. სხვა არსებული VPN-ოქმებთან შედარებით, WireGuard მსუბუქი კოდითაა და აადვილებს უსაფრთხოების გამოკვლევასა და გადამოწმებას—რაც მეტად დაცულს ხდის დანარჩენებისგან განსხვავებით. ამასთან, თქვენი მოქმედებები ინტერნეტში რჩება გაუმჟღავნებელი, ვინაიდან ჩვენ არ აღვრიცხავთ, არ ვადევნებთ თვალს და არ ვაზიარებთ თქვენს მონაცემებს.
რითი გამოირჩევა Mozilla VPN მეტოქეებისგან?
მართალია უფასო VPN-ები მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა პირადულობაზე არავინ იღებს პასუხისგებლობას, როგორც Mozilla VPN და შესაძლოა აღირიცხოს ან გაიყიდოს თქვენი მონაცემები. არც სხვა ფასიან VPN-ებს არ გააჩნია Mozilla-ს მსგავსი 20-წლიანი წარსული მიღწევები, პირადი მონაცემების დაცვის საქმეში.
რომელ მოწყობილობებთანაა Mozilla VPN თავსებადი?
Mozilla VPN თავსებადი სისტემებია:
- Windows 10 (64-ბიტიანი მხოლოდ)
- macOS (10.15 და ზემოთ)
- Android (მე-6 ვერსიიდან)
- iOS (13.0 და ზემოთ)
- Linux (Ubuntu-მხოლოდ)
რა არის Mozilla VPN-ის ანაზღაურების დებულება?
თანხის დაბრუნება შეგეძლებათ 30 დღეში გამოწერის შეძენიდან. დაგვიკავშირდით ან მოითხოვეთ ანაზღაურება, „დახმარების“ ღილაკით პარამეტრებიდან, თქვენს Mozilla VPN პროგრამაში.
როგორ ვმართო გამოწერილი მომსახურება?
თუ უკვე გამოწერილი გაქვთ Mozilla VPN, გეგმის შეცვლა ან გამოწერის მართვა ნებისმიერ დორს შეგიძლიათ.