ინტერნეტი სავსეა საოცრებებით, მაგრამ ბევრი რამ ინგლისურისგან განსხვავებულ ენებზეა — შედეგად, მსოფლიოში მილიარდობით ხალხს ესაჭიროება მთარგმნელი ინტერნეტით უბრალო სარგებლობისთვისაც კი. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Firefox 100-ზე მეტი ენისთვის და ბრაუზერის მენიუები, შეტყობინებები ან ცნობები გამოჩნდება თქვენს სასურველ ენაზე, თუმცაღა ეს ვერ გადაწყვეტს ბრაუზერით მოძიებული მასალების საკითხს.
To Google Translate
Google Translate, გამზადებული 100-ზე მეტი ენისთვის* გამოიყენება მილიონობით ადამიანის მიერ, მთელ მსოფლიოში. თუმცა ყოველ ჯერზე translate.google.com საიტზე შესვლა და გამოსვლა გვერდის წასაკითხად, მეტად მოუხერხებელია. To Google Translate გაფართოებით კი გვერდის თარგმნა შესაძლებელია აქამდე არნახული სიმარტივით.
დაყენების შემდგომ, უბრალოდ მონიშნეთ ტექსტი რომლის თარგმნაც გსურთ და მარჯვენა წკაპით, ჩამოიშლება მენიუ ორი არჩევანით: 1) გადახვიდეთ translate.google.com მისამართზე თქვენ მიერ მონიშნული ტექსტის სათარგმნ ველში შეყვანით; ან 2) მოუსმინოთ ხმოვან წარმოთქმას (უზრუნველყოფილს Google Text-to-Speech მომსახურებით), რომელიც მეტად გამოსადეგი იქნება ახალი ენის შესასწავლად.

შეცვალეთ ენა Firefox-ში
თუ უკვე გიყენიათ Firefox, შეგიძლიათ შეცვალოთ ბრაუზერის ენა ან დაამატოთ ახლები Firefox-ის იერსახეს. იხილეთ როგორ.
*To Google Translate გაფართოებით, შეგიძლიათ თარგმნოთ შემდეგ ენებზე:
Afrikaans, عربي, Azərbaycanca, Беларуская, Български, বাংলা, Bosanski, Català, Čeština, Cymraeg, Dansk, Deutsch, Ελληνικά, English, Esperanto, Eesti keel, Euskara, فارسی, suomi, Français, Frysk, Gàidhlig, Galego, עברית, Hrvatski, magyar, Հայերեն, Bahasa Indonesia, íslenska, Italiano, 日本語, ქართული, Қазақ, ខ្មែរ, ಕನ್ನಡ, 한국어, Lietuvių, Latviešu, Македонски, മലയാളം, मराठी, Melayu, မြန်မာဘာသာ, Norsk bokmål, नेपाली, Nederlands, Polski, Português, Română, Русский, සිංහල, slovenčina, Slovenščina, Shqip, Српски, Svenska, தமிழ், తెలుగు, ไทย, Türkçe, Українська, اُردو, Oʻzbek tili, Tiếng Việt, isiXhosa, 中文, და სხვა!