
დარჩით ის, რაც ხართ, Firefox მობილური ბრაუზერით
Firefox მობილურისთვის სრულად ერგება თქვენს მოთხოვნილებებს და არნახულად გაგიადვილებთ გახსნილ ჩანართებთან, ადრე მოძიებულ ან რჩეულ საიტებთან წვდომას.

Firefox Android-ზე
მორგების უსაზღვრო შესაძლებლობით, პირადი და დაცული, Firefox Android-ზე უმსუბუქესი ბრაუზერია, რომელიც არასდროს დაგაღალატებთ.

Firefox iOS-ზე
ისარგებლეთ თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვით და გახადეთ Firefox თქვენი ძირითადი, აუცილებელი, ყოველდღიური ბრაუზერი iPhone-სა და iPad-ზე.

Firefox Focus
ეძებთ დახვეწილ, უსწრაფესს მობილურ ბრაუზერს პირადულობისთვის, უმაღლესი დონის დაცვით? Firefox Focus თავადვე გაასუფთავებს მონახულებული გვერდების ჩანაწერებს სრულად, დახურვისთანავე.
მობილური ბრაუზერების შედარება
იხილეთ, თუ რითია გამორჩეული Firefox სხვა ბრაუზერებისგან, როცა საქმე სამ ძირითად საკითხს ეხება: პირადულობა, შესაძლებლობები და სინქრონიზაცია.

browsers-mobile-see-how-firefox-for-desktop-compare
იხილეთ, როგორ ედრება Firefox შვიდ სხვა ბრაუზერს კომპიუტერზე.
უკვე გაქვთ ანგარიში? შედით ან იხილეთ ვრცლად, როგორ შემოუერთდეთ Firefox-ს.