Firefox-ბრაუზერი

ბრაუზერი, რომელიც იცავს იმას, რაც მეტად ღირებულია

არავითარი ფარული მუხლები პირადულობის დებულებებში ან დატოვებული ხვრელები სარეკლამოებისთვის. მხოლოდ მსუბუქი ბრაუზერი, რომელიც თქვენი მონაცემებით არ ვაჭრობს.

აკეთეთ ინტერნეტში რაც მოგესურვებათ.
Firefox-ბრაუზერი არ გითვალთვალებთ.

რით განსხვავდება Firefox სხვა ბრაუზერებისგან

მიიღეთ სიჩქარე და უამრავი შესაძლებლობა, პირად ცხოვრებაში ჩაურევლად. Firefox-ბრაუზერი იმდენად მცირე მონაცემებს აგროვებს, რომ ელფოსტასაც არ ვითხოვთ ჩამოსატვირთად. ეს იმიტომ, რომ სხვა ბრაუზერებისგან განსხვავებით, არ ვიღებთ ფინანსურ სარგებელს, ვებსივრცეში თქვენი დევნით.

როგორ შევადარეთ სხვა ბრაუზერებს

შეადარეთ Firefox და:
Firefox Chrome Microsoft Edge Safari
გარეშე მეთვალყურეების ფუნთუშების შეზღუდვა ნაგულისხმევად დიახ არა დიახ დიახ
თვითგაშვების შეზღუდვა დიახ დიახ არა დიახ
სოცქსელების მეთვალყურეების შეზღუდვა დიახ არა დიახ დიახ
სისტემებთან თავსებადობა დიახ დიახ დიახ არა
ეკრანის გადაღება ბრაუზერშივე დიახ დიახ დიახ არა
მთავარი პაროლი დიახ არა დიახ არა

სარეკლამო მეთვალყურეები შეზღუდულია. ვებგვერდების მონახულება, გაცილებით სწრაფად შეგიძლიათ.

რეკლამები ყურადღების გამფანტავია და ანელებს გვერდების ჩატვირთვას, როცა თვალს ადევნებს თითოეულ თქვენს მოქმედებას ინტერნეტში. Firefox-ბრაუზერი ზღუდავს მეთვალყურეების უმეტესობას ავტომატურად, ასე რომ არ დაგჭირდებათ პარამეტრებში დამატებით ძრომიალი.

Firefox ყველასთვისაა

ხელმისაწვდომია 90-ზე მეტ ენაზე, ამასთან თავსებადია Windows, Mac და Linux-სისტემებთან, Firefox იმუშავებს ყველაფერზე და ყველგან. საუკეთესო შედეგისთვის, დარწმუნდით რომ სისტემა განახლებულია.

გაეცანით სისტემის მოთხოვნებს

განათავსეთ Firefox ყველა თქვენს მოწყობილობაზე

წაიყოლეთ პირადი მონაცემები ყველგან. Firefox-ბრაუზერები iOS-სა და Android-ზე, ასევე მძლავრად იცავს თქვენს ინფორმაციას და უზღუდავს მეთვალყურეებს, თქვენი თვალთვალის შესაძლებლობას, სადაც არ უნდა იყოთ.

გამოიყენეთ ყველაფრისთვის Firefox

მოიძიეთ სწრაფად, მოხერხებულად

  • ძიება მისამართების ველიდან
  • საძიებო სისტემების არჩევა
  • ძიების ჭკვიანური შემოთავაზებები
  • სანიშნები, ისტორია, ჩანართები შედეგებში

აამაღლეთ თქვენი შედეგიანობა

  • მუშაობა Google-ის პროდუქტებთან
  • ჩაშენებული სურათის გადამღები ეკრანისთვის
  • სანიშნების მმართველი
  • ბმულების თვითშემოთავაზება
  • დასინქრონება მოწყობილობებზე
  • კითხვის რეჟიმი
  • მართლწერის შემოწმება
  • ჩანართების მიმაგრება

უყურეთ, გაუშვით და გააზიარეთ

  • ხმისა და ვიდეოს თვითგაშვების არიდება
  • ეკრანი-ეკრანში
  • შერჩეული მასალები ვებსივრციდან
  • ბმულების გაზიარება

დაიცავით თქვენი პირადულობა

  • გარეშე ფუნთუშების შეზღუდვა
  • ამოცნობის შეზღუდვა
  • კრიპტოგამომმუშავებლის შეზღუდვა
  • პირადი თვალიერების რეჟიმი
  • დაცვის პირადი ანგარიში

უსაფრთხოდ შეინახეთ მონაცემები

  • ცნობები, საიტებიდან ინფორმაციის მიტაცებისას
  • პაროლის ჩაშენებული მმართველი
  • ისტორიის გასუფთავება
  • ველების თვითშევსება
  • თვითგანახლებები

მოირგეთ თქვენი ბრაუზერი

  • თემები
  • მუქი რეჟიმი
  • გაფართოებების ბიბლიოთეკა
  • საძიებო ველის გამართვა
  • ახალ ჩანართზე განლაგების შეცვლა

გახადეთ Firefox თქვენებური

  • გაფართოებები ნებისმიერი საჭიროებისთვის

    უსაფრთხოებისთვის, ახალი ამბებისთვის, თამაშებისთვის, გაფართოებები ყველაფრისთვისაა. დაამატეთ რამდენიც მოგესურვებათ.

  • შეცვალეთ გაფორმება

    გადადით ნათელიდან მუქ რეჟიმზე, განწყობის ან საჭიროების მიხედვით, ანდაც გამოაცოცხლეთ იერსახე, მორგებული თემით (ცისარტყელისფერება, ცალრქა ცხენით, თუნდაც).

  • მოირგეთ პარამეტრები

    არაა აუცილებელი არსებულს დასჯერდეთ. შეცვალეთ ახალი ჩანართის გვერდი, ძიების ველი, სანიშნები და იმოგზაურეთ ინტერნეტში სასურველი გზებით.

არამომგებიანი ერთობისგან, რომლისათვისაც უპირველესი ხალხია

ურყევი მიზანი 1998 წლიდან

Firefox შექმნა Mozilla-მ როგორც სწრაფი, მეტად პირადული ალტერნატივა Internet Explorer ბრაუზერისთვის, ახლა უკვე Chrome-ისთვისაც. დღესაც, მიზანზე ორიენტირებული ჩვენი კომპანია და მოხალისეთა ერთობა, განაგრძობს თქვენი პირადულობის ყველაფერზე წინ წამოწევას.

თქვენი პირადულობა უწინარესია

ინტერნეტის ზრდისა და ცვლილებების კვალდაკვალ, Firefox განაგრძობს, თქვენი პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის უფლების უზრუნველყოფას — რასაც ვუწოდებთ მონაცემების დაცვის პირობას: ნაკლები აღრიცხვა. უსაფრთხო შენახვა. არავითარი საიდუმლოება. თქვენს მონაცემებს, ვებსივრცეში მოქმედებებს, პირად ცხოვრებას ინტერნეტში, იცავს Firefox.

შეინარჩუნეთ ყველა რჩეული შესაძლებლობა — და აღმოაჩინეთ ახალიც.

მუშაობა Google-ის პროდუქტებთან

ყველა საჭირო Google-ხელსაწყო (როგორიცაა, მაგალითად Gmail და Docs) შეუფერხებლად იმუშავებს Firefox-ბრაუზერში.

Facebook Container

ჩამოტვირთეთ ეს გაფართოება და არ მისცეთ Facebook-ს (ასევე Instagram-ს) საშუალება, გითვალთვალონ ვებსივრცეში.

დასინქრონება მოწყობილობებზე

Firefox ხელმისაწვდომია ყველა მოწყობილობაზე; წაიყოლეთ ჩანართები, ისტორია და სანიშნები. დაგჭირდებათ მხოლოდ Firefox-ანგარიში.

ეკრანის სურათები

გადაიღეთ მაღალი გაფართოების სურათები ნებისმიერ საიტზე, სურათის გადასაღები ხელსაწყოთი, პირდაპირ ბრაუზერშივე

თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვა

Firefox თავისთავად უზღუდავს გარეშე მეთვალყურეების უმეტესობას თქვენი მოქმედებების აღრიცხვისა და გაყიდვის შესაძლებლობას.

ეკრანი-ეკრანში

გაკვეთილს უყურებთ თუ საყვარელ გუნდს ადევნებთ თვალს, თქვენი ვიდეო მუდამ თქვენთან დარჩება, სხვა საქმეების კეთების დროსაც.

კითხვები გაქვთ? Mozilla მხარდაჭერა გამოგადგებათ.