ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

მუდამ მიზნისკენ მავალი. ხალხის ძალით მართული.

ჩვენ არ ვართ რიგითი ტექკომპანია. ჩვენი ქმნილებებისთვის უპირატესია ხალხი, მათი პირადულობა, ნაცვლად მოგების მიღებისა. ჩვენ ვარსებობთ იმისთვის, რომ ინტერნეტი გავხადოთ მეტად ჯანსაღი და ხელსაყრელი ყველასთვის.

„სიჯანსაღე ინტერნეტისა და ვებსმყაროსი ისაა, რისთვისაც ვარსებობთ“.

მიტჩელ ბეიკერი, Mozilla-ს აღმასრულებელი

Mozilla ქმნის პირადულობის უზრუნველმყოფ პროდუქტებს

„Mozilla-ს განზრახული აქვს, მსოფლიოს უჩვენოს, რომ საქმის კეთება შეიძლება ნდობის მქონე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითაც. ეს კი გულისხმობს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, მონაცემთა უსაფრთხოება და გამჭვირვალობა უნდა იქცეს მთავარ მამოძრავებელ ძალად ამგვარი რთული სისტემების ასამუშავებლად“.

Politico

Mozilla სააქციო საზოგადოებაა თუ – არამომგებიანი? სინამდვილეში ორივეა.

Mozilla შედგება ორი დაწესებულებისგან. Mozilla Corporation არის მფლობელი, რომლის საკუთრებაც სრულადაა არამომგებიანი 501(c) Mozilla Foundation. ეს კი ნიშნავს, რომ არ ვართ ანგარიშვალდებულნი ვიღაც აქციონერების მიმართ — მხოლოდ დასახული მიზნებისა.

გაიცანით უკეთ Mozilla Foundation

ჩაერთეთ ინტერნეტის სიჯანსაღისთვის ბრძოლაში

თქვენი ხმა. თქვენი კოდი. თქვენი მოსაზრებები. პირდაპირი გაგებით, წვლილის შეტანის ათასობით საშუალება არსებობს, რომ განავითაროთ Mozilla.

გახდით Mozilla-ს მოხალისე

ერთხელ ჩვენ გავეცით ჩვენი პირველწყარო-კოდი…

Mozilla-პროექტი დაიბადა სან-ფრანცისკოში 1998 წელს, როცა Netscape-ბრაუზერის შემქმნელებმა მიიღეს უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, გაესაჯაროებინათ თავიანთი პროგრამის კოდი განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით. იმ დროს კომპანიას ლამის ერთპიროვნული გავლენა ჰქონდა ხალხის მიერ ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობაზე.

საბოლოოდ, ღია წყაროს მქონე Mozilla-პროექტი იქცა ფართოდ გავრცელებულ პირველი ვერსიის Firefox-ად.

დღესდღეობით, Mozilla განაგრძობს წინსვლას უკეთესი ინტერნეტის მშენებლობაში მილიონობით მხურვალე წევრისგან შემდგარი ერთობით მთელი მსოფლიოდან, მხარში უდგას ზნეობრივი ქცევის დანერგვას ტექნოლოგიებში, სანდო ხელოვნური ინტელექტისა და პირადულობის უზრუნველმყოფი პროდუქტების შემუშავებას, რომ მეტი ძალაუფლება აღმოჩნდეს ხალხის ხელში.