Firefox-ის დამატებები და ბრაუზერის გაფართოებები

გაფართოებები – ეგრეთ წოდებული Firefox-დამატებები – წარმოადგენს დამხმარე საშუალებებს, რომელთა ჩამოტვირთვა და ჩადგმაც შეგიძლიათ ბრაუზერში შესაძლებლობებისა და ხელსაწყოების გამრავალფეროვნებისთვის. დამატებები საშუალებას გაძლევთ მოირგოთ თქვენი Firefox-ბრაუზერი და გაიუმჯობესოთ ვებსივრცეში საქმიანობა.

ბევრი Firefox-დამატებაა, რომლებიც Facebook-ს უკრძალავს ვებსივრცეში თქვენს თვალის დევნებას, გითარგმნით ტექსტს სხვადასხვა ენაზე , შეგიმოწმებთ მართლწერასა და გრამატიკას ან გააუმჯობესებს თქვენი ბრაუზერის იერსახეს. ამ და ათასობით სხვა უფასო გაფართოებას იხილავთ საიტზე addons.mozilla.org.