ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

Mozilla ქმნის ბრაუზერს, პროგრამებს, კოდსა და ხელსაწყოებს, რომლებიც ხალხს აყენებს მოგებაზე წინ.

ჩვენი მიზანია: შევინარჩუნოთ ინტერნეტი მუდამ გახსნილი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი.

გაეცანით ჩვენს მიზანს

ჩვენი მიზნების შედეგები

გახსნილი ვებსივრცის მოწინავე მხარდამჭერები

ჩვენი ხელმძღვანელობა მუდამ წინა ხაზზე იდგა ჯანსაღი ინტერნეტისთვის ბრძოლაში, 1-ელივე დღიდან. ერთპიროვნული მმართველობის გაბატონების წინააღმდეგ ბრძოლა, გადაიზარდა ინტერნეტის სიჯანსაღის მხარდამჭერ საერთაშორისო მოძრაობაში.

Firefox: სწრაფი და მეტად შედეგიანი

ახალი Firefox-ის გამოყენებით, იღებთ გასაოცარ სისწრაფეს და ამასთანავე, მხარს უჭერთ Mozilla-ს მიზანს, დარჩეს ინტერნეტი ჯანსაღი, გამორჩეული და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი.

Mozilla-ს ხედვა ვებსვირცის შესახებ

გაეცანით, თუ რა მიზნები გვაქვს ვებსამყაროსთან დაკავშირებით და როგორ ვაპირებთ მათ განხორციელებას.

ტექნოლოგიების შესახებ განხილვა ნამდვილ სამყაროში

Mozilla-ს არაერთი ჯილდოს მფლობელ პოდკასტში, წამყვანი ბრიჯიტ ტოდი ესაუბრება ხალხს, რომელთაც ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის მომავლის ჩამოყალიბებაში შეაქვთ წვლილი.

დაწესებულება. ფონდი. არამომგებიანი.

Mozilla ხალხს აყენებს მოგებაზე წინ ყველა ჩვენი ქმედებით, საქმით და საუბრით. ჩვენი დაწესებულების გულია, არამომგებიანი ფონდი.

გაიცანით უკეთ Mozilla Foundation

Mozilla – ძირითადი დებულებები

დებულებები რომლებიც ჩამოვაყალიბეთ 1998 წელს, დღემდე ძალაშია. 2018 წელს კი შევქმენით დანართი, ჩართულობის, პირადი მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად ინტერნეტში ყველასთვის.

წაიკითხეთ ძირითადი დებულებები

საერთო ხედვა

დაწესებულებების გახსნით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ჩვენ ვახერხებთ განვიხილოთ ინტერნეტის საკითხები სხვადასხვა კულტურის ჭრილში.

სან-ფრანცისკო

2000 სტუმარი მიიღება ყოველწლიურად

ბერლინი

500 დამსწრე ყოველწლიურად ბერლინის ყრილობებზე სიტყვით გამოსვლებისას

ტორონტო

800 ბოთლი ცივი ყავა ისმევა ყოველწლიურად.