ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

აირჩიეთ ფერები Firefox-ში საწვეთური ხელსაწყოთი

არაერთი მიზეზია, რის გამოც შეიძლება გსურდეთ ვებგვერდზე ცალკეული ფერის თექვსმეტობითი კოდის გაგება – შესაძლოა, ვებგვერდებს ქმნიდეთ ან გრაფიკოს-მხატვრად მუშაობდეთ. საწვეთური ხელსაწყო Firefox-ის სამაგიდო ვერსიაში საშუალებას გაძლევთ, ზუსტად დაადგინოთ თექვსმეტობითი კოდები ვებგვერდის ნებისმიერ ფერზე მაჩვენებლის გადატარებით. დაწკაპებისას პირდაპირ აიღებს ამ ფერის მნიშვნელობის ასლს.

ეკრანის სურათი, რომელზეც გამოსახულია, როგორ აჩვენებს Firefox-ში საწვეთური ხელსაწყო ვებგვერდზე არსებული პიქსელის ფერის თექვსმეტობით კოდს.

საწვეთურს იხილავთ ხელსაწყოების მენიუში „ბრაუზერის ხელსაწყოების“ არეში ან „სხვა ხელსაწყოებში“ Firefox-ის მთავარ მენიუში (Firefox-ის ხელსაწყოთა ზოლის ბოლოში).