Firefox: მეტი უსაფრთხოება, ნაკლები მღელვარება.

ჩვენ დაჟინებით ვცდილობთ თქვენი პირადი მონაცემების დაცვას. სწორედ ამიტომაა, რომ Firefox-ის პირადი თვალიერების რეჟიმს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე სხვებისას.

ათვალიერეთ კვალის დატოვების გარეშე

გაზიარება კი კარგია, მაგრამ მაშინ, როცა თქვენი სურვილით ხდება. Firefox პირადი თვალიერების რეჟიმი ავტომატურად შლის კომპიუტერიდან ისეთ მონაცემებს, როგორიცაა პაროლები, ფუნთუშები და ისტორია. ასე რომ, ბრაუზერის დახურვისას, არანაირი კვალი აღარ რჩება.

გამოიჭირეთ ფარული მეთვალყურეები

ზოგიერთ საიტსა და რეკლამაზე, მიბმულია ფარული მეთვალყურე ელემენტები, რომლებიც გვერდების მონახულებისას, აგროვებს და ინახავს თქვენს მონაცემებს, საიტის დატოვების შემდეგაც. მხოლოდ Firefox-ის პირადი თვალიერების რეჟიმს გააჩნია თვალთვალისგან დაცვა, ამ ელემენტების ავტომატურად ასაკრძალად.

მოიცილეთ თვალთვალის სიმძიმე

გარდა იმისა, რომ მეთვალყურე ელემენტები მონაცემებს აღრიცხავს, ასევე ანელებს გვერდების მონახულების სიჩქარეს. მხოლოდ Firefox პირადი თვალიერების რეჟიმი ზღუდავს რეკლამებს და მეთვალყურე ელემენტებს, რის შედეგადაც იცილებთ ზედმეტ ტვირთს და თავისუფლად ათვალიერებთ საიტებს.