საუკეთესო ინტერნეტბრაუზერი უნდა იყოს შესაძლებლობებით, რომლებიც გჭირდებათ, მოქნილი გამოსაყენებელი სხვადასხვა მოწყობილობებზე და პირადულობის დაცვით, რომელსაც იმსახურებთ.
ვინაიდან ბრაუზერი ინტერნეტში გასასვლელი კარია, სიჩქარე, უსაფრთხოება, პირადულობა და სარგებლიანობა უმთავრესია. ბოლო წლებში, ბევრის არჩევანს წარმოადგენს Google Chrome. თუმცა, ჩვენს დროში, როცა ინტერნეტრეკლამები ყველგან თან დაგვყვება და მონაცემთა მიტაცება მუდმივ ძირითად თემას წარმოადგენს ახალ ამბებში, ხალხის დიდმა ნაწილმა დაიწყო ბრაუზერისგან პირადი მონაცემების დაცვისა და პატივისცემის მოთხოვნა.
არის კი თქვენი ბრაუზერი საუკეთესო ინტერნეტში თქვენი საქმიანობისთვის? ბრაუზერის სწორად შერჩევამ, შეიძლება დიდი განსხვავება მოგცეთ ვებსივრცით მოხერხებულ სარგებლობაში. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოდი შევადაროთ Google Chrome, Firefox, Safari, Opera, Brave, Microsoft Internet Explorer და Edge — ვნახოთ, რომელი უკეთ ერგება თქვენს საჭიროებებს.
უსაფრთხოება და პირადულობა
რომელი ბრაუზერია საუკეთესო მონაცემების დაცულად შენახვაში?
უსაფრთხოება და პირადულობა | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
|
---|---|---|---|---|---|---|---|
პირადი თვალიერების რეჟიმი | |||||||
ზღუდავს გარეშე მეთვალყურეების ფუნთუშებს ნაგულისხმევად | |||||||
ზღუდავს კრიპტოვალუტის გამომმუშავებლებს | |||||||
ზღუდავს სოც. ქსელების მეთვალყურეებს |
არ იქნება მიზანშეუწონელი, რომ მონაცემებისა და პირადულობის დაცვის მაღალ დონეს ვითხოვდეთ პროდუქტებისგან, რომლებსაც მუდმივად ვიყენებთ ინტერნეტთან კავშირისთვის. ბრაუზერი მომხმარებელს უნდა სთავაზობდეს, სულ მცირე „პირადი თვალიერების რეჟიმის“ მსგავს შესაძლებლობას, რომელიც თავად გაასუფთავებს გვერდებისა და ძიების ისტორიას დახურვისთანავე, რომ იმავე კომპიუტერის სხვა მომხმარებლების წვდომისგან დაიცვას. ამ საკითხში, შედარებული ექვსივე ბრაუზერი აკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს.
ის, რასაც ინტერნეტში აკეთებთ, პირდაპირი გაგებით, არავის საქმე არ უნდა იყოს.
ბრაუზერის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომელიც საშუალებას იძლევა აეკრძალოს საიტებს და კომპანიებს თქვენი მონახულებული საიტებისა და შენაძენების მონაცემებზე თვალის მიდევნება — გვერდების ჩვეულებრივ თვალიერების დროსაც.
ბრაუზერის გამოყენება, რომელიც გარეშე მეთვალყურეებს ზღუდავს, მხოლოდ პირადულობისთვის არაა მნიშვნელოვანი — ჩვეულებრივ, იგი ზრდის სიჩქარესაც. მეთვალყურეების უმეტესობა წარმოადგენს სკრიპტებს, რომლებიც ეშვება ფონურად საიტებზე. მათ ვერ ხედავთ, თუმცა გრძნობთ როგორ ანელებს ბრაუზერს. Firefox 67 ვერსიიდან, ასევე იზღუდება მომხმარებლის ამომცნობები და კრიპტოვალუტის გამომმუშავებლებიც. თუ არ იცით ეს უკანასკნელი რას წარმოადგენს, მოცემული მაგალითით მიხვდებით, როგორ ზემოქმედებს თქვენზე: შესაძლოა შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი კომპიუტერი ხურდება უეცრად ან ბატარეა იცლება ჩვეულზე მალე. ეს ყველაფერი შედეგია სწორედ კრიპტოვალუტის გამომმუშავებლის მიერ, თქვენი მოწყობილობით სარგებლობისა.
გამოსადეგი
რა გააკეთა თქვენმა ბრაუზერმა ბოლო დროს თქვენთვის?
სარგებლიანობა | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
|
---|---|---|---|---|---|---|---|
თვითგაშვების შეზღუდვა | |||||||
ჩანართებით თვალიერება | |||||||
სანიშნების მმართველი | |||||||
ველების თვითშევსება | |||||||
საძიებო სისტემის პარამეტრები | |||||||
ტექსტის წარმოთქმა | |||||||
კითხვის რეჟიმი | |||||||
მართლწერის შემოწმება | |||||||
გაფართოებები/დამატებები | |||||||
ეკრანის გადაღება ბრაუზერშივე |
გარდა პირადი მონაცემების დაცვისა, რაც უმთავრესად მეტყველებს ბრაუზერის სახელზე, კიდევ ერთი ძირითადი მაჩვენებელი ბრაუზერის განვითარებისა არის უშუალოდ სამომხმარებლო გარსი და შესაძლებლობები. შვიდიდან თითქმის ყველა ბრაუზერს ერთნაირად მოყვება ჩანართების, სანიშნების მართვის, თვითშევსების, მართლწერის შემოწმებისა და გაფართოებების მხარდაჭერა. Firefox, Edge და Opera კი ამასთან, ეკრანზე სურათის სწრაფი გადაღების საშუალებასაც იძლევა, რაც მეტად მოსახერხებელია და მისი არარსებობა ადვილად შესამჩნევი ხდება, ისეთ ბრაუზერზე გადასვლისას, რომელსაც იგი არ გააჩნია.
მოქნილი
როგორ მუშაობს თქვენი ბრაუზერი სხვადასხვა მოწყობილობებზე?
მოქნილობა | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
|
---|---|---|---|---|---|---|---|
სისტემებთან თავსებადობა | |||||||
მობილურ სისტემებთან თავსებადობა | |||||||
დასინქრონება მობილურზე | |||||||
პაროლების მართვა | |||||||
მთავარი პაროლი |
პირველი საკითხი, რაც ეხება მოქნილობას ისაა, რომ ყველა ბრაუზერი არ ეშვება ყველა საოპერაციო სისტემაზე. მაშინ როცა Firefox, Chrome, Edge, Brave და Opera მუშაობს სისტემების ძირითად ნაწილზე და მარტივი დასაყენებელია, Internet Explorer და Safari მხოლოდ Microsoft-ისა და Apple-ის კუთვნილ სისტემებზე ეშვება. Safari-ს მობილური ვერსია მოყვება Apple-ის მობილურ მოწყობილობებს და Android-მოწყობილობების უმეტესობაზე, წინასწარვეა დაყენებული მწარმოებლის მიერ მორგებული ბრაუზერი. Firefox, Chrome, Brave, Edge და Opera ასევე მარტივად შეიძლება დაყენდეს და გამოყენებული იყოს ერთდროულად.
აქ შედარებული თითქმის ყველა ბრაუზერი იძლევა სინქრონიზაციის საშუალებას სამაგიდო და მობილურ მოწყობილობებს შორის. ამისთვის გესაჭიროებათ ანგარიში, რომლითაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ბრაუზერში თითოეულ მოწყობილობაზე და დაასინქრონოთ პაროლები, ბრაუზერის ისტორია, სანიშნები და პარამეტრები.
დასკვნა:
გამარჯვებულია…
იმ მოთხოვნებს, რომლებიც ჩვენ გამოვყავით — პირადული, გამოსადეგი და მოქნილი — მხოლოდ ერთი ბრაუზერი აკმაყოფილებს და ესაა Firefox. მისი ნამდვილი გამორჩეულობა შესაძლებლობებში კი არა, პირადი მონაცემების დაცვაში გამოიხატება. Firefox ყველაზე მეტად პირადული ბრაუზერია, რომელიც არ გაქცევთ თავისი ეკოსისტემის ტყვედ. მისით სარგებლობა შეგიძლიათ ნებისმიერ სისტემაზე, ყველა თქვენს მოწყობილობაზე თან ისე, რომ თავი მუდმივად დაცულად იგრძნოთ.
ბრაუზერებმა დიდი გზა განვლეს მას შემდეგ რაც Chrome გამოჩნდა და ბაზარი სრულად აითვისა. თანამედროვე ბრაუზერების უმეტესობამ ამოავსო ხარვეზები მოქნილობასა და შესაძლებლობაში, ხოლო ზოგიერთ საკითხში, როგორიცაა სიჩქარე და პირადულობა, გადაასწრო კიდეც Chrome-ს. და მაინც, იმის განსაზღვრა, თუ რომელი ბრაუზერი გამოგადგებათ, ყოველთვის დამოკიდებული იქნება თქვენს პირად საჭიროებებსა და იმაზე, თუ რა არის მეტად ღირებული თქვენთვის, ინტერნეტით სარგებლობისას.
აქ მოყვანილი შედარებები გაკეთდა, საწყისი პარამეტრებით გამართული ბრაუზერების შემდეგ გამოშვებებზე:
Firefox (81) |
Chrome (85) |
Edge (85) |
Safari (14) |
Opera (67) |
Internet Explorer (11) |
Brave (1.14.81)
ეს გვერდი ახლდება სამ თვეში ორჯერ, იმ დროისთვის უახლესი ვერსიების აღწერით და შესაძლოა ყოველთვის ვერ მოიცავდეს, ბოლო სიახლეებს.
Firefox-ის უზრუნველმყოფია არამომგებიანი დაწესებულება Mozilla.
Firefox თქვენს პირადულობას პირველ ადგილზე აყენებს — ყველაფერში, რასაც ვქმნით და ვაკეთებთ. მიგვაჩნია, რომ თქვენი უფლებაა, გადაწყვიტოთ, ვის და როგორ გაუზიარებთ საკუთარ პირად ინფორმაციას. Firefox აგროვებს რაც შეიძლება მცირე მონაცემებს და არასდროს ყიდის მათ. ის მცირე მონაცემებიც კი, რომლებიც აღირიცხება, მხოლოდ პროდუქტებისა და შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. არავითარი საიდუმლოება. პირიქით, რაც შეიძლება მეტი გამჭვირვალობა და ნამდვილი პირადულობა.
ჩამოტვირთეთ Firefox — ქართული
თქვენი სისტემა შესაძლოა Firefox-ის მოთხოვნებს არ ექვემდებარებოდეს, მაგრამ შეგიძლიათ ამ ვერსიებიდან ერთ-ერთი ცადოთ:
ჩამოტვირთეთ Firefox — ქართული
- ჩამოტვირთეთ Firefox
- ჩამოტვირთეთ Firefox
- ჩამოტვირთეთ Firefox
- ჩამოტვირთეთ Firefox
- ჩამოტვირთეთ Firefox
- ჩამოტვირთეთ Firefox
- ჩამოტვირთეთ Firefox
- ჩამოტვირთეთ Firefox
- ჩამოტვირთეთ Firefox
- ჩამოტვირთეთ Firefox