ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

ბრაუზერის მიმაგრებული ჩანართები

Firefox-ში ჩანართის მიმაგრება საშუალებას გაძლევთ, თქვენი რჩეული საიტები მუდამ ერთი დაწკაპების სიახლოვეს იქონიოთ. Firefox-ის გაშვებისთანავე თავისთავად გაიხსნება. ჩვენი დაკვირვებით, მეტად გამოსადეგია ელფოსტისა და კალენდრის საიტებისთვის თვალის მუდმივად მისადევნებლად.

მცირე ზომისაა და შემთხვევით ვერ დაგეხურებათ, რადგან არ გააჩნია დახურვის ნიშანი. სანაცვლოდ უნდა მოხსნათ მიმაგრება.

შეიტყობთ განახლებასაც, თუ რამე შეიცვლება მიმაგრებულ ჩანართში, მაგალითად, ახალ წერილი როცა მოვა ელფოსტაზე ან პირად მიმოწერაში.

თუ ბმულს დააწკაპებთ მიმაგრებულ ჩანართში, Firefox თავისთავად გახსნის ცალკე, ახალ ჩანართში, ასე რომ თქვენი მიმაგრებული ჩანართი იცოცხლებს მარად (ან მიმაგრების მოხსნამდე).