თქვენი ნიჭი მეტად საჭიროა უკეთესი ინტერნეტისთვის

Mozilla არის არამომგებიანი დაწესებულება, რომელიც იღწვის ინტერნეტის გახსნილობისა და საყოველთაობის უზრუნველსაყოფად. და ჩვენ გვესაჭიროება თქვენი დახმარება. ჩვენს ერთობაში გაწევრიანებით, შეძლებთ წაახალისოთ სიახლეები, აამაღლოთ პასუხისმგებლობა, ნდობა და აქციოთ ინტერნეტი, ყველასთვის სასარგებლო სივრცედ.

როგორ შეგიძლიათ მონაწილეობა…

თარგმნეთ მასალები

ინტერნეტი მხოლოდ მაშინ იქნება საყოველთაო, თუ ყველა შეძლებს მის გაგებას. დაგვეხმარეთ, ვთარგმნოთ Mozilla-პროდუქტები და ვებსაიტები, თქვენს ადგილობრივ ენაზე.

შეიტანეთ წვლილი Mozilla-ს კოდში

იზრუნეთ Mozilla-პროდუქტების გასაუმჯობესებლად, სხვადსხვა სახის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებით.

მარტომ ან ჯგუფურად

დაგვეხმარეთ გავხადოთ Mozilla-პროდუქტები ადვილად გამოსაყენებელი. უპასუხეთ „დახმარების მთხოვნელი“ ხალხის შეკითხვებს, Mozilla-ს მხარდაჭერის ფორუმებში მონაწილეობით.

შემოუერთდით ერთობას

გსურთ მეტად ჩაერთოთ Mozilla-ერთობაში? გაეცანით მოხალისეობის ყველა გზასა და საშუალებას, ჩვენი ერთობის გვერდზე.

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ინტერნეტის საერთაშორისო საჯარო რესურსად შენარჩუნება, მისი გახსნილობა და საყოველთაო ხელმისაწვდომობა. ინტერნეტი, რომელიც მართლაც ხალხს აყენებს ყველაფერზე წინ, სადაც პიროვნებებს თავად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება და არიან უფლებამოსილები, დაცულები და დამოუკიდებლები.

შექმნილია თქვენნაირი, გულმხურვალე ადამიანებისგან

როცა წვლილი შეგაქვთ Mozilla-ში, ხდებით ნაწილი საერთაშორისო ერთობის მთელი მსოფლიოდან იმ ადამიანებისა, რომელთაც სჯერათ, რომ ჩვენი საზრუნავია ინტერნეტის სასარგებლო რესურსად შენარჩუნება.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთად საქმის კეთება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი, სიახლეებით სავსე და პასუხისმგებლიანი ინტერნეტის შესაქმნელად მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ხარ თუ არა გამოცდილი ტექნიკურ საკითხებში, ხალხის შეკრებაში, ან თუ უბრალოდ გაქვთ კომპიუტერი და თავისუფალი დრო, შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ინტერნეტის უკეთეს სივრცედ გარდაქმნაში.

დახმარების მიღება

Mozilla-ს ჰყავს ცალკე გუნდი მოხალისეების, რომლებიც დაგეხმარებათ იმ დაბრკოლებების გადალახვაში, რომელთაც შეიძლება წააწყდეთ.

ხარვეზებია ვებგვერდთან დაკავშირებით?

თუ შეამჩნიეთ, რომ ვებსაიტი განსხვავებულად იხსნება სხვადასხვა ბრაუზერში, შესაძლოა აღმოაჩინეთ თავსებადობის ხარვეზი. ვისურვებით, გვაცნობოთ ამის შესახებ!