Firefox Focus

მარტივი და პირადი ბრაუზერი მობილურზე

Firefox Focus პირადულობისთვის საგანგებოდ შექმნილი ბრაუზერია თვალთვალისგან თავისთავადი დაცვით. Focus გვერდებს ხსნის უსწრაფესად და ამასთანავე, ზრუნავს პირადი მონაცემების დაცვაზე.

Firefox Focus ხელმისაწვდომია როგორც iOS, ასევე Android-მოწყობილობებზე

გადმოწერეთ Firefox Focus

QR-კოდის წაკითხვა, დასაწყებად

წააკითხეთ QR-კოდი, რომ გადმოწეროთ Firefox Focus

წაშალეთ ისტორია

მარტივად გაასუფთავეთ ისტორია, პაროლები და ფუნთუშები, რომ არასასურველი რეკლამები ვერ დაგედევნოთ. მხოლოდ, ერთხელ შეეხეთ წაშლის ღილაკს საძიებო ველზე და ყველაფერი მაშინვე გაქრება.

აიყვანეთ პირადულობა ახალ დონეზე

„პირადი თვალიერება“ ბრაუზერების უმეტესობაზე, სულაც არაა პირადი. Firefox Focus კი გთავაზობთ უმაღლესი დონის, პირადულობის თავისთავად დაცვას, ამასთანავე, მისი შემქმნელია Mozilla, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ვებსივრცეში ხალხის უფლებების დაცვისთვის იბრძვის.

თვალთვალისგან დაცვა

Firefox Focus ნაგულისხმევად ზღუდავს არაერთ, გავრცელებული სახის მეთვალყურეს, მათ შორის, ისეთ რთულად ასარიდებლებსაც, როგორიც ახლავს Facebook-რეკლამებს.

მოიძიეთ უფრო მალე

Focus აცილებს მეთვალყურეებსა, შედეგად გვერდების მოცულობა მცირდება და მათი გახსნაც სწრაფდება. ამასთან, შეგიძლიათ ოთხამდე მალსახმობი მიამაგროთ მთავარ ეკრანზე და უმალ ეწვიოთ რჩეულ საიტებს მისამართის აკრეფავად.

ქმნის Mozilla

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი ცხოვრება და საქმიანობა ინტერნეტსივრცეში. სწორედ ამიტომაცაა რომ ვიბრძვით 1998 წლიდან.