დაამატეთ PDF-ს ტექსტი Firefox-ის PDF-ჩამსწორებლით
თუ PDF-დოკუმენტში მასალის დამატება გესაჭიროებათ, ახლა უკვე შეგიძლიათ ამის გაკეთება ვებგვერდზევე Firefox-ით. PDF გახსენით Firefox-ში და ზედა მარჯვენა კუთხეში დაწკაპეთ წარწერის ან ხაზვის ღილაკებს დოკუმენტის ჩასასწორებლად. ჩამოტვირთეთ ფაილი ცვლილებების შესანახად.
შეავსეთ ველები ინტერნეტით, ამობეჭდვისა და სკანირების გარეშე
ყველანი ვაწყდებით ხოლმე ამ დაბრკოლებას: საჭიროა, შევავსოთ ველები PDF-ში, რომელიც არ ექვემდებარება ჩასწორებას. აქამდე ერთადერთი გზა იყო ქაღალდზე ამობეჭდვა, მელნით წარწერების დატანა და შემდეგ ისევ კომპიუტერში შეტანა სკანერით.
ახლა უკვე აღარ! მხოლოდ ვებგვერდზე გახსნილი PDF-ის ჩასწორება მოგიწევთ Firefox-ით, შემდეგ კი შეინახავთ კომპიუტერში და გაგზავნით ელფოსტით.
ტექსტის დამატება
გახსენით PDF Firefox-ში. დააჭირეთ ტექსტის ღილაკს, ტექსტის ფერისა და ზომის შესარჩევად, სანამ მიუთითებთ, თუ სად გსურთ ტექსტის დამატება. ძალიან მარტივია!

დაამატეთ ნახატები (ან თქვენი ხელმოწერა)
გახსენით PDF თქვენს Firefox-ში. დააწკაპეთ ხაზვის ხატულას ფერის, სისქისა თუ გაუმჭვირვალობის შესარჩევად და შემდეგ შეგეძლებათ დოკუმენტზე დახაზვა. წესით არ უნდა გამოგივიდეთ ჩვეულ ხელმოწერაზე მეტად გაურკვეველი!
