ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

მოირგეთ თქვენი Firefox-ბრაუზერი

Firefox-ის თემები საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ბრაუზერის იერსახე. ისინი ადგენენ ფერებს ბრაუზერის მენიუებსა და Firefox-ის სისტემის გვერდებზე, ასევე შეუძლიათ ფონის სურათის დამატება თქვენი Firefox-ის ხელსაწყოთა ზოლზეც.

Firefox-ს გააჩნია ნაგულისხმევი სისტემური გაფორმება და აღჭურვილია ნათელი, მუქი და ფერადი ვერსიებით.

ნაგულისხმევი თემების გამოსახულება, რომელსაც ახლავს Firefox ნათელი, მუქი და ფერადი სახესხვაობით.

სხვა უფასო თემების ნახვა შეგიძლიათ ბმულზე addons.mozilla.org. მოიძიეთ რჩეული, მეტად გავრცელებული და ყველაზე სასურველი გაფორმებები. ანდა მონახეთ თემები ჯგუფების მიხედვით, მათ შორის მუსიკა, წლის დროები, სპორტი და ბუნება. მოარგეთ თქვენი სამუშაო გარემო თქვენს გემოვნებას. საყვარელი არსებები, ბოროტი რობოტები, ულამაზესი პეიზაჟები — ათასობით არჩევანია, რომ გახადოთ Firefox მეტად თქვენებური.

გამოსახულება Firefox-ის სამი მორგებული თემით: მუქი იასამნისფერი და ვარდისფერი იერსახე თეთრი და ნარინჯისფერი მორთულობით, ღია ჩალისფერი იერსახე წყლის საღებავით მოხატული ფრინველებითა და ალუბლის ყვავილებით, დაბოლოს, მუქი შავ-მომწვანო იერსახე მაღალტექნოლოგიური წრედების სქემით.