Windows 10-თან ერთად, Microsoft-მა გამოუშვა თავისი Edge-ბრაუზერი Firefox და Chrome-თან მეტოქეობისთვის, ნაგულისხმევ ბრაუზერად, რომელიც მოჰყვებოდა მილიონობით გაყიდულ კომპიუტერს. მომხმარებლებს მაინც გაუჭირდათ შეგუება და Microsoft-მა ბოლოს განახცადა, რომ Edge-ს ხელახლა გამოუშვებდა Chromium-ზე დაფუძნებული ბრაუზერის სახით (Chromium თავისმხრივ Google-ის ღია წყაროს ბრაუზერის პროექტია). 2020 წლის იანვრიდან, Microsoft-ის Chromium-ზე აწყობილმა Edge-მა, ჩაანაცვლა ადრინდელი ვერსიის Edge. მიუხედავად იმისა, რომ Edge ახლა უკვე Google-ის Chromium-ზეა დაშენებული, აქვს Google-ის Chrome-ბრაუზერისგან გამორჩეული შესაძლებლობებიც.
აქ შევადარებთ Firefox-ბრაუზერს და Chromium-ზე დაფუძნებულ Microsoft Edge-ს პირადი მონაცემების დაცვაში, შესაძლებლობებსა და მოქნილობაში, რომ დაგეხმაროთ, უკეთ გაარკვიოთ რომელი ბრაუზერი შეესაბამება მეტად თქვენს საჭიროებებსა და ხასიათს.

უსაფრთხოება და პირადულობა
უსაფრთხოება და პირადულობა | ![]() |
|
---|---|---|
პირადი თვალიერების რეჟიმი | ||
გარეშე მეთვალყურეების ფუნთუშების თავისთავად შეზღუდვა | ||
კრიპტოვალუტის გამომმუშავებლების შეზღუდვა | ||
სოცქსელის მეთვალყურეების შეზღუდვა |
Edge გაერთიანებულია Windows 10 სისტემასთან და ეშვება იზოლირებულ გარემოში, რაც გულისხმობს, რომ მიჯნავს პროგრამებსა და უზღუდავს მავნე კოდს კომპიუტერის თვალთვალს. ჩაშენებული აქვს SmartScreen, რომელიც ამოწმებს მონახულებული საიტების სანდოობას და ზღუდავს საეჭვოებს. პირადულობის გასაუმჯობესებლად, Edge საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ბიომეტრიული საშუალებები ან PIN-კოდი Windows Hello-ს დახმარებით, ნაცვლად პაროლებისა, ინტერნეტანგარიშებზე შესვლისთვის.
Firefox-ში, ჩვენ გვეამაყება მომხმარებელთა პირადულობისა და უსაფრთხოების დაცვა. ჩვენი პირადულობის დებულება არის გამჭვირვალე და მარტივი ენით დაწერილი. . თვალთვალის გაძლიერებული დაცვით, ახლა უკვე 2000+ მეთვალყურე იზღუდება ავტომატურად. მეთვალყურე ეწოდება კოდის იმ მცირე ნაწილებს, რომლებიც ცდილობს შეაგროვოს თითოეულ საიტზე თქვენი მოქმედებების შესახებ ინფორმაცია, თქვენზე სრული სურათის შესაქმნელად და პირადულობის ხელყოფისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთ მოგარგონ რეკლამები.
თქვენი პირადულობის დაცვის არე გაჩვენებთ, იმ მეთვალყურეებსა და ფუნთუშებს, რომელთა ჩატვირთვასაც ცდილობს გვერდი და იმას, თუ რამდენი მათგანი შეზღუდა Firefox-მა თქვენთვის.
Firefox-ში, პირადი თვალიერების რეჟიმი თავისთავად შლის ისეთ მონაცემებს, როგორიცაა პაროლები, ფუნთუშები და ისტორია, არ ტოვებს კვალს ფანჯრის დახურვის შემდეგ. Edge მეორე მხრივ, მაინც იწერს ისტორიას თავის პირად რეჟიმში (სახელად „InPrivate“) და ძალიან მარტივი ამოცანაა სრული ისტორიის აღდგენა, მიუხედავად იმისა, გვერდები ჩვეულებრივი რეჟიმითაა მონახულებული თუ InPrivate-რეჟიმით.
ორივე ბრაუზერს, თითქმის თანაბარი შედეგები აქვს მონაცემების დაშიფვრაში. თუმცა თუ ინტერნეტში პირადი მონაცემების დაცვა და გამჭვირვალობა თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ Firefox ნამდვილად უკეთესი არჩევანი იქნება.
გამოსადეგი
სარგებლიანობა | ![]() |
|
---|---|---|
თვითგაშვების შეზღუდვა | ||
ჩანართებით თვალიერება | ||
სანიშნების მმართველი | ||
ველების თვითშევსება | ||
საძიებო სისტემის პარამეტრები | ||
ტექსტის წარმოთქმა | ||
კითხვის რეჟიმი | ||
მართლწერის შემოწმება | ||
გაფართოებები/დამატებები | ||
ეკრანის გადაღება ბრაუზერშივე |
Firefox არის სწრაფი და ღია წყაროს ბრაუზერი, ეს გულისხმობს რომ მომხმარებლებს შეუძლიათ მოირგონ თავიანთ თავზე ნებისმიერი შესაძლო ხერხით. Firefox ასევე აძლევს რიგით მომხმარებელს საშუალებას, სხვადასხვა გზით მოიგონ იერსახე, თემებისა და ხელსაწყოთა ზოლების გადაწყობით. ვინაიდან, ჩვენი ბრაუზერი ყოველთვის ღია წყაროსი იყო, ბევრი ერთგული შემმუშავებელი შევიძინეთ, რომელთაც შექმნილი აქვთ დიდი ბიბლიოთეკა, დამატებებისა და გაფართოებების, ბრაუზერისთვის.
ვინაიდან, Edge გადავიდა პროცესორის მაღალი მოხმარების Chromium-პლატფორმაზე, მოსალოდნელია ოდნავი შენელება, განსაკუთრებით სხვა პროგრამებთან ერთდროული გამოყენებისას. სამაგიეროდ, Chromium-ს მოჰყვება დიდი ოდენობის გაფართოებების ბიბლიოთეკა, ისევე როგორც იერსახის გაუმჯობესებული მორგების შესაძლებლობა, რაც არ ჰქონდა Edge-ს Chromium-ზე გადასვლამდე.
Edge-ის იერსახეს აქვს გამორჩეული შესაძლებლობიც, როგორიცაა მაგალითად, ჩანართების შეთვალიერება, რაც აადვილებს საჭირო მათგანის მარტივად მოძიებას. კიდევ ერთი გამოსადეგი ფუნქცია ჩანართებთან დაკავშირებით, არის მათი გვერდზე მიმაგრების საშუალება, როცა არ იყენებთ, თუმცა არც დახურვა გსურთ.
Firefox აღჭურვილია ჩანართების გადაადგილების შესაძლებლობით თარაზულად, რის შედეგადაც ხილული რჩება თითოეული დასახელება, ნაცვლად შემჭიდროებისა და მხოლოდ ხატულის დატოვებისა. ასევე, ახალი ჩანართის გახსნისას, ჩვენი Pocket-ფუნქცია შემოგთავაზებთ თქვენთვის სასურველ სტატიებსა და მასალებს. ამასთან ერთად, Pocket-ით შეგიძლიათ სტატიების, ვიდეოებისა და სხვა მასალების ერთი დაწკაპებით შენახვა, კითხვის მოგვიანებით განსაგრძობად.
Firefox და Edge ორივე სთავაზობს მომხმარებელს კითხვის შესანიშნავ რეჟიმებს. Firefox-ზე მხოლოდ უნდა შეეხოთ პატარა ნიშანს მისამართების ველში და ბრაუზერი მაშინვე მოაცილებს ზედმეტობებს სტატიას. Edge-ზე კი უნდა შეეხოთ წიგნის ნიშანს და ბრაუზერი გამოაჩენს მოწმენდილ იერსახეს, წაკითხვის გასაადვილებლად.
Firefox აგრეთვე შეიცავს უამრავ ჩაშენებულ შესაძლებლობას ნაგულისხმევად, როგორიცაა თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვა, ეკრანის გადასაღები ხელსაწყო, დიდი ფაილების გაგზავნა და ა. შ.
თავისთავად, Firefox-ს მოჰყვება მეტი შესაძლებლობა, რომელიც მზადაა გამოსაყენებლად ჩამოტვირთვისთანავე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბრაუზერს განსაკუთრებულად ბევრი დამატება და გაფართოება აქვს, Edge-ის თავსებადობა Google-ის Chromium-პლატფორმასთან, მაინც აძლევს უპირატესობას ციფრებში.
მოქნილი
მოქნილობა | ![]() |
|
---|---|---|
სისტემებთან თავსებადობა | ||
მობილურ სისტემებთან თავსებადობა | ||
დასინქრონება მობილურზე | ||
პაროლების მართვა | ||
მთავარი პაროლით დაცვა |
Internet Explorer-ის პლატფორმებთან შეუთავსებლობის შედეგები გაითვალისწინა Microsoft-მა და Edge ხელმისაწვდომი გახადა iOS, Android, Windows, macOS სისტემებთან, მალე კი იქნება Linux-ზეც.
Firefox წლებია ხელმისაწვდომია iOS, Android, Windows, macOS და Linux -სისტემებზე. როგორც შეეფერება თანამედროვე ბრაუზერებს, Firefox-იც საშუალებას იძლევა უფასო ანგარიშით შესვლისა და მონაცემების დასინქრონების, მათ შორის პაროლების, ისტორიის, სანიშნებისა და გახსნილი ჩანართების, კომპიუტერზე, პლანშეტსა და ტელეფონზე. რასაკვირველია, სინქრონიზაცია სხვადასხვა პლატფორმებზეც ხელმისაწვდომია.
Edge ასევე გაძლევთ საშუალებას დაუკავშირდეთ მიბმულ Microsoft-ანგარიშს დასასინქრონებლად რჩეული საიტების, ისტორიის, პაროლებისა და სხვა მონაცემების, კომპიუტერებს შორის ან კომპიუტერსა და iOS ან Android მოწყობილობებს შორის.
საერთო შეფასება
მიუხედავად კომპიუტერის მეტად დატვირთვისა, Edge გაშვებული Chromium-ის ძრავაზე პასუხობს მომხმარებლთა დიდი ნაწილის მოთხოვნებს, გამოყენებისა და შესაძლებლობების კუთხით. თუმცა ბევრი საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია, ბრაუზერში პირადი მონაცემების უსაფრთხოების მხრივ. ჩვენი შეფასებით, Firefox მაინც უკეთესი არჩევანია ხალხის უმრავლესობისთვის, ყოველდღიური გამოყენების მიზნით, რადგან მრავალფუნქციურობასთან ერთად, რაც ყველაზე მთავარია, გამჭვირვალეა მონაცემების შეგროვების გზებში და მკაფიოდ განსაზღვრავს, ზუსტად რას აღრიცხავს და როგორ ეპყრობა შემდგომ. ვინაიდან ჩვენი მშობელი კომპანია არის Mozilla, არამომგებიანი დაწესებულება, რომელიც ინტერნეტში პირადულობისა და თავისუფლების დაცვის ერთგულია, ჩვენ სულ სხვა პრიორიტეტებით ვხელმძღვანელობთ, როცა საქმე მომხმარებლის მონაცემებს ეხება.
დასკვნა კი ისაა, რომ ჩვენ მიერ Firefox-ის შემოთავაზების მიუხედავად, საუკეთესო ბრაუზერი თქვენთვის იქნება მხოლოდ ის, რომელიც პასუხობს თქვენს პირად მოთხოვნილებებს გაფართოებების მხარდაჭერის, თვალიერების ხელსაწყოების მორგების, სიჩქარის, პირად ცხოვრებაში ჩაურევლობისა და უსაფრთხოების კუთხით.
აქ მოყვანილი შედარებები გაკეთდა, საწყისი პარამეტრებით გამართული ბრაუზერების შემდეგ გამოშვებებზე:
Firefox (81) |
Edge (85)
ეს გვერდი ახლდება სამ თვეში ორჯერ, იმ დროისთვის უახლესი ვერსიების აღწერით და შესაძლოა ყოველთვის ვერ მოიცავდეს, ბოლო სიახლეებს.