Firefox-ბრაუზერი და Opera ორი ყველაზე ადრე გამოსული ბრაუზერია, რომელიც დღემდე იღებს ხშირ განახლებებს. მართალია Opera-ს იმ შედეგებისთვის არ მიუღწევია მომხმარებლის რაოდენობის კუთხით, როგორსაც Firefox-მა და Google Chrome-მა მიაღწია, თუმცა მან მაინც მოახერხა მუდმივი და ერთგული მომხმარებლების შეძენა დიდი დროის განმავლობაში. ამ მიმოხილვაში, ჩვენ ვადარებთ Opera-ბრაუზერს Firefox-ბრაუზერთან, დაცულობის, პირადულობის, სარგებლიანობისა და მოქნილობის კუთხით, რომ დაგეხმაროთ თქვენზე უკეთ მორგებული ბრაუზერის არჩევაში.

უსაფრთხოება და პირადულობა
უსაფრთხოება და პირადულობა | ![]() |
|
---|---|---|
პირადი თვალიერების რეჟიმი | ||
გარეშე მეთვალყურეების ფუნთუშების თავისთავად შეზღუდვა | ||
კრიპტოვალუტის გამომმუშავებლების შეზღუდვა | ||
სოცქსელის მეთვალყურეების შეზღუდვა |
Opera-ს პირადულობის დებულება ვერ ხსნის მკაფიოდ რა სახის ინფორმაციას აგროვებს და როგორ. გარკვეულ აბზაცებში ნახსენებია, რომ აღრიცხავს ანგარიშის მფლობელების სახელებს, IP-მისამართებსა და მოძიებულ ფრაზებს. მეტად საყურადღებო და გაურკვეველია აბზაცი, რომელიც ეხება მონაცემების საერთაშორისო გადაცემას; როდის, რა სიხშირით და რისთვის სჭირდებათ თქვენი მონაცემების საერთაშორისო გადაცემა, არაა განმარტებული.
Firefox-ის პირადულობის დებულება მეტად გამჭვირვალედ ხსნის რომელ პირად ინფორმაციას აგროვებს, რისი საბოლოო მიზანიც თქვენთვის, ინტერნეტში საკუთარი მონაცემების მართვის გაუმჯობესებული შესაძლებლობის მოცემაა.
რაც შეეხება უშუალოდ პირადულობის დაცვას Opera-ბრაუზერში, შემოთავაზებულია მძლავრი პირადი რეჟიმი, რომელიც ვებგვერდების მონახულების საშუალებას იძლევა, ბრაუზერის მიერ, თქვენს მოქმედებებზე თვალის მიდევნების გარეშე. ამასთანავე, ჩვეულებრივ რეჟიმშიც შესაძლებელია გარკვეული მონაცემების აღრიცხვის გათიშვა პარამეტრებში ჩაძიებითა და რეკლამების შეზღუდვის ჩართვის ან დაცვის სხვა პარამეტრების გასამართად.
ბოლო ვერსიის Firefox-ში, თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვა ნაგულისხმევადაა ჩართული თვალიერების ჩვეულებრივ რეჟიმშიც, ასე რომ არ დაგჭირდებათ პარამეტრების არევა მეთვალყურეებისგან თავის ასარიდებლად. თვალთვალის გაძლიერებული დაცვით, Firefox ქმედითად ზღუდავს ათასობით გარეშე მეთვალყურეს, რომელიც ცდილობს თვალი მოგადევნოთ ვებსივრცეში. ასევე მოგეწოდებათ მორგებული დაცვის ანგარიში, რომელიც აჩვენებს, რა სიხშირით ზღუდავს Firefox გარეშე ფუნთუშებს, სოცქსელის მეთვალყურეებს, მომხმარებლის ამომცნობებსა და კრიპტოგამომმუშავებლებს, ვებგვერდების მონახულებისას.
ჩვენ ვქმნით Firefox-ს თქვენნაირი ადამიანებისთვის, ვისაც მეტად აღელვებს პირადულობა და უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაგროვებთ ძალზედ მცირე ინფორმაციას მომხმარებელზე და სრულად გამჭვირვალედ ვხსნით, თუ როგორ ვიყენებთ მას. რთული სათქმელია, Opera როგორ იქცევა პირადულობის დაცვის კუთხით. მართალია, აღჭურვილია პირადულობის მძლავრი შესაძლებლობებით, თუმცა თავად რას აღრიცხავენ და როგორ აზიარებენ თქვენს მონაცემებს ბუნდოვანია. Firefox რჩება ერთგული თავისი სიტყვისა და საქმის, თქვენი პირადულობის დაცვაში.
გამოსადეგი
სარგებლიანობა | ![]() |
|
---|---|---|
თვითგაშვების შეზღუდვა | ||
ჩანართებით თვალიერება | ||
სანიშნების მმართველი | ||
ველების თვითშევსება | ||
საძიებო სისტემის პარამეტრები | ||
ტექსტის წარმოთქმა | ||
კითხვის რეჟიმი | ||
მართლწერის შემოწმება | ||
გაფართოებები/დამატებები | ||
ეკრანის გადაღება ბრაუზერშივე |
არაა სადავო, რომ Opera აღჭურვილია მრავალი შესაძლებლობით, სუფთა სამომხმარებლო გარემოთი და მორგების მძლავრი საშუალებებით. ვინაიდან Opera დაფუძნებულია Chromium-ზე, სარგებლობს Google Chrome-ის მრავალფეროვანი გაფართოებების ბაზით. Firefox ასევე წარმოდგენილია დამატებების დიდი ბიბლიოთეკით, თუმცა შედარებით მოკრძალებულით, ვიდრე Chrome-ის.
მსგავსად Firefox-ისა, Opera გვთავაზობს ჩანართების გადაადგილებას, რაც ნიშნავს რომ მრავალი ჩანართის გახსნისას, ეკრანზე დასატევად შესაძლებელია მათი გადაცოცება, ნაცვლად დაუსრულებელი შევიწროებისა. ამასთან ორივე, Firefox და Opera აღჭურვილია ეკრანის გადაღების ხელსაწყოთი, რომელიც საშუალებას იძლევა გვერდის ნაწილების სურათის მიღების. თუმცაღა, Opera-ს ხელსაწყოს არ აქვს შესაძლებლობა, შექმნას დიდი სურათი, მთლიანი ვებგვერდის, მხოლოდ ხილულ ნაწილს იღებს.
Opera გაწვდით მრავალ დამალულ პროგრამას, მისი მარტივი და ადვილად მოსარგები გარემოთი. მაგალითად, ჩაშენებული აქვს მიმოწერის აპლიკაციები, როგორიცაა Facebook Messenger. აგრეთვე, აქვს ახალი ამბების წამკითხავი, რომელიც აგროვებს სტატიებს სასურველი საიტებიდან ან სიახლეების მომწოდებლებისგან. ამგვარი შესაძლებლობით, Firefox-ზე არის Pocket. Pocket უფასო მომსახურებაა Firefox-ანგარიშის მფლობელთათვის, რომელიც აადვილებს საინტერესო სტატიების, ვიდეოების მოძიებასა და შენახვას მთელ ვებსივრცეში. დამატებით, იგი მოგაწვდით მრავალი სახის სტატიას, შერჩეულს გონიერი ხალხის მიერ, ცოდნის ბაზის გასაფართოებლად.
სარგებლიანობის თვალსაზრისით, Opera და Firefox ახლო მეტოქეები არიან. Opera-ს მართალია აქვს უპირატესობა, Chrome-ის გაფართოებების უდიდეს ბაზასთან თავსებადობისა და წვდომის კუთხით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ Opera, დაფუძნებულია Chromium-ზე, შესაბამისად მეტად ტვირთავს პროცესორს და ოპერატიულის მოხმარებაც, Chrome-ის მსგავსი აქვს, რომელიც ასევე ცნობილია CPU-ის მაღალი დატვირთვით.
მოქნილი
მოქნილობა | ![]() |
|
---|---|---|
სისტემებთან თავსებადობა | ||
მობილურ სისტემებთან თავსებადობა | ||
დასინქრონება მობილურზე | ||
პაროლების მართვა | ||
მთავარი პაროლით დაცვა |
ორივე, Firefox და Opera თავსებადია თითქმის ყველა სისტემასთან, მათ შორისაა Windows, macOS, Linux, Android და iOS. Firefox-ანგარიშის მფლობელებს, მარტივად შეუძლიათ დაასინქრონონ თავიანთი სანიშნები, პაროლები, გახსნილი ჩანართები და მონახულებული გვერდების ისტორია ყველა მოწყობილობაზე. იგივე ეხება Opera-ს მომხმარებლებსაც, შესაბამისი ანგარიშით სარგებლობისას. თუმცაღა, ბევრი საიტი, განსაკუთრებით კი მოძველებულები, რომლებიც დიდი ხანია არ განახლებულა, ზღუდავს უახლესი ვერსიის Opera-ს სრულად. ასე რომ, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ეწვიოთ ისეთ საიტებს, როგორიც შეიძლება იყოს თქვენი ყოფილი სვეტი, გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა ვერ შეძლოთ ინტერნეტის ზოგიერთი მიტოვებული კუთხე-კუნჭულის მონახულება, Opera-ს მეშვეობით.
გარდა ჩვეულებრივი მობილური ვერსიისა, Opera-ს აქვს კიდევ ორი ბრაუზერი მობილურისთვის: Touch და Mini. Touch არის ნაკლები შესაძლებლობებით, თუმცა განკუთვნილია სწრაფი გამოყენებისთვის ცალი ხელით. Mini-გამოშვება კი ორიენტირებულია მონაცემების დაზოგვასა და სიჩქარის გაზრდაზე, ნელი კავშირების პირობებში, სურათების ხარისხის შემცირებითა და საიტებიდან ზედმეტობის მოცილებით. ჩვენ, ასევე გთავაზობთ დამატებით, თუმცა ჯერ საცდელ გამოშვებას ჩვენი Firefox-ის მობილური ვერსიის, დასახელებით Firefox Preview, რომლითაც უზრუნველყოფილია გაზრდილი სისწრაფე და უსაფრთხოება.
ძირითადი ბრაუზერების უმეტესობა დღესდღეობით, გარდა Safari-სა, შეუფერხებლად მუშაობს ყველა სისტემაზე. არც Opera და Firefox არაა გამონაკლისი და ორივე ბრაუზერი გთავაზობთ უზადო მოქნილობას თითოეულ მოწყობილობაზე.
საერთო შეფასება
საბოლოო ჯამში, Opera მეტად გამოსადეგი ბრაუზერია, სუფთა იერსახითა და მრავალი შესაძლებლობით. თუმცა არის ბევრი დასაფიქრებელი საკითხი, რაც ეხება პირადი მონაცემების დაცვასა და გამოყენებისას აპარატურის ძლიერ დატვირთვას. მიუხედავად იმისა რომ, Opera აღჭურვილია მარტივად გამოსაყენებელი არაერთი შესაძლებლობით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ Firefox ჯაბნის მას წარმადობითა და გამჭვირვალე სამომხმარებლო პირობებით, ისევე როგორც პირადულობის მკაცრი დაცვით.
აქ მოყვანილი შედარებები გაკეთდა, საწყისი პარამეტრებით გამართული ბრაუზერების შემდეგ გამოშვებებზე:
Firefox (81) |
Opera (67)
ეს გვერდი ახლდება სამ თვეში ორჯერ, იმ დროისთვის უახლესი ვერსიების აღწერით და შესაძლოა ყოველთვის ვერ მოიცავდეს, ბოლო სიახლეებს.