ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

Firefox-ბრაუზერის შედარება Apple Safari-სთან

ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

თუ გაქვთ Mac ან iPhone, დიდი ალბათობით უნდა იცნობდეთ Safari-ბრაუზერს. ვინაიდან, იგი მოჰყვება ნაგულისხმევ ბრაუზერად Apple-ის პროდუქტებს მომხმარებელთათვის, ამით მას თავისთავად დიდი უპირატესობა ეძლევა, თუმცა Firefox-ს სანაცვლოდ აქვს თავისი სასარგებლო შესაძლებლობების ნაკრები, მომხმარებელთათვის მეტად მიმზიდველი და ამასთანავე, ახლა უკვე ნაგულისხმევ ბრაუზერადაც შეიძლება მიეთითოს Mac-სა და iPhone-ზე. აქ, ჩვენ გამოვიკვლევთ ძირითად განსხვავებებს ჩვენს ბრაუზერსა და Safari-ს შორის პირადულობაში, სარგებლიანობასა და მოქნილობაში.

უსაფრთხოება და პირადულობა

უსაფრთხოება და პირადულობა Firefox Safari
პირადი თვალიერების რეჟიმი დიახ დიახ
გარეშე მეთვალყურეების ფუნთუშების თავისთავად შეზღუდვა დიახ დიახ
კრიპტოვალუტის გამომმუშავებლების შეზღუდვა დიახ არა
სოცქსელის მეთვალყურეების შეზღუდვა დიახ დიახ

პირადულობა მთავარ სალაპარაკო თემად იქცა ტექკომპანიებისთვის მას შემდეგ, რაც გააცნობიერეს, რომ მეტი და მეტი ადამიანი გრძნობდა თავს დაუცველად მონაცემების მიტაცებისგან, სარეკლამო მეთვალყურეებისა და ჰაკერებისგან. მაგრამ როცა საქმე მიდგა საჭირო საშუალებების შექმნაზე ხალხისთვის, ინტერნეტში უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის, საინტერესოა, ეს ყველაფერი ცარიელ სიტყვებად დარჩა თუ მართლა მიიღეს ზომები თქვენი მონაცემების დასაცავად?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Apple ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომლებმაც გადაწყვიტეს მეტი ყურადღება მიექციათ პირადულობისთვის. ცოტა ხნის წინ, Apple-მა დანერგა საიტთაშორისი თვალყურის შეზღუდვა Safari-ში, რომელიც არ აძლევდა რეკლამებს, ინტერნეტში თქვენზე თვალის დევნის საშუალებას. Safari-ს ასევე შეუძლია მძლავრი პაროლის შემოთავაზება, როცა ახალ ანგარიშს ქმნით ნებისმიერ საიტზე. ამასთანავე, თუ ჩაერთვებით iCloud-ის ეკოსისტემაში, იგი ამ პაროლს დაასინქრონებს უსაფრთხოდ სხვა მოწყობილობებზეც, ასე რომ, არ მოგიწევთ მისი დამახსოვრება.

Safari-ს მსგავსად, Firefox-მაც მეტი ყურადღება მიაპყრო პირადულობისა და უსაფრთხოების დაცვას. თუმცა Safari-სგან განსხვავებით, ჩვენ დიდი ხანია ვდგავართ პირადულობის სადარაჯოზე. ცნობილია, რომ Mozilla (ჩვენი მშობელი კომპანია) იყო ერთ-ერთი პირველი, ტექსამყაროში, რომელმაც განგაშის ზარები შემოკრა, ინტერნეტში პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით.

პირადი თვალიერების ჩვენი რეჟიმი ზღუდავს მეთვალყურეებს და შლის თქვენს პაროლებს, ფუნთუშებსა და ისტორიას ყოველი დახურვის შემდეგ. თუმცა თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ პირადულობის ჩვენი მძლავრი საშუალებებით, ჩვეულებრივი თვალიერების რეჟიმშიც კი. უახლესი გამოშვების Firefox, აღჭურვილია თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვით, რომელიც ნაგულისხმევადაა ჩართული. ეს არ აძლევს საშუალებას სატითაშორის და მსგავს მეთვალყურეებს თვალი გადევნონ ინტერნეტში. ამასთანავე, Facebook შემჩნეულია თითქმის ყოველდღიურად, პირადულობის დარღვევაში, ჩვენი Facebook Container გაფართოება კი მარტივად აგვარებს ამ საკითხს. იგი ურთულებს Facebook-ს თქვენზე თვალის დევნების საშუალებას ვებსივრცეში — მსგავსად, რასაც Safari აკეთებს საიტთაშორისი მეთვალყურეების აკრძალვით — ოღონდ Firefox სრულად მიჯნავს თქვენს Facebook-სეანსს ცალკე სათავსით და უზღუდავს Facebook-ს თვალი ადევნოს, თქვენს საქმიანობას სხვა საიტებზე. რატომ უნდა იცოდნენ, რას ათვალიერებთ თუნდაც WebMD-ზე?

როცა საქმე უსაფრთხოებაზე მიდგება, Firefox აქაც მეტად ყურადღებით უდგება საკითხს. ნებისმიერ დროს Firefox-ით სარგებლობისას, შეგიძლიათ მარჯვენა წკაპით პაროლის ველზე, უსაფრთხოდ შეადგინოთ მძლავრი პაროლი, ავტომატურად შევსების მეშვეობით. თქვენი ახალი პაროლის შენახვისას კი ამოგიგდებთ შესაძლებლობას, პაროლების ჩაშენებული მმართველით შენახვის, სახელწოდებით Lockwise. ჩვენ ასევე ვთავაზობთ მომხმარებლებსა და ანგარიშის მფლობელებს კიდევ ერთ უფასო და გამოსადეგ მომსახურებას, დასახელებით Monitor და იგი ავტომატურად გაცნობებთ, თუ თქვენი ინფორმაცია გამჟღავნდება, მონაცემების მიტაცების ცნობილი შემთხვევებისას.

თუ თქვენ ირჩევთ Safari-ს, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, სანამ Apple-ის მოწყობილობაზე ხართ. მაგრამ Safari მუშაობს მხოლოდ Apple-ის პროდუქტებზე, მაშინ როცა Firefox მუშაობს ნებისმიერ სისტემაზე, მათ შორისაა Windows, macOS, iOS, Android და Linux. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა რომელ საოპერაციო სისტემას აირჩევთ, Firefox თითოეულ შემთხვევაში დაგიფარავთ თავისი უსაფრთხოებისა და პირადულობის დაცვის საშუალებებით.

ჩამოტვირთეთ Firefox-ბრაუზერი

გამოსადეგი

სარგებლიანობა Firefox Safari
თვითგაშვების შეზღუდვა დიახ არა
ჩანართებით თვალიერება დიახ დიახ
სანიშნების მმართველი დიახ დიახ
ველების თვითშევსება დიახ დიახ
საძიებო სისტემის პარამეტრები დიახ დიახ
ტექსტის წარმოთქმა დიახ დიახ
კითხვის რეჟიმი დიახ დიახ
მართლწერის შემოწმება დიახ დიახ
გაფართოებები/დამატებები დიახ დიახ
ეკრანის გადაღება ბრაუზერშივე დიახ არა

Apple ფართოდაა ცნობილი თავისი დახურული ეკოსისტემით, რაც ნიშნავს რომ თავადვე ქმნის პროგრამებს, თავისი პროდუქციისთვის. თუმცა App Store-ში, აგრეთვე სთავაზობს შემმუშავებლებს განყოფილებას, მოდულებისა და დამატებების შექმნისთვის, ბრაუზერის გასაუმჯობესებლად. ეს გაფართოებები იძებნება პირდაპირ App Store-ში და მარტივად ემატება Safari-ს.

გარდა ჩვეულებრივი შესაძლებლობებისა, რაც ისედაც მოსალოდნელია ბრაუზერისგან, თუნდაც ჩანართებით სარგებლობა ან პირადი თვალიერება, Safari-ს ასევე გააჩნია სასიამოვნოდ გასაკვირი შესაძლებლობებიც. მაგალითად, თუ მომხმარებელი მარჯვენა წკაპს გამოიყენებს Safari-ში გახსნილი გვერდის რომელიმე სიტყვაზე, შემდეგ კი აირჩევს მოძიებას, მიიღებს განმარტებას ლექსიკონიდან, ასევე ჩანაწერებს ენციკლოპედიიდან, App Store-იდან, ფილმებს და ა. შ. Safari-ში მშობლის ზედამხედველობის ფუნქციაც მეტად მარტივი მოსარგებია და უფროსებს აძლევს საშუალებას მშვიდად იყვნენ მას შემდეგ, რაც მათი პატარები ინტერნეტით დაინტერესდებიან.

მსგავსად Safari-სა, Firefox-საც გვერდში უდგას მისი მოხალისე შემმუშავებელთა ერთობა დამატებებისა და გაფართოებების შექმნაში ბრაუზერისთვის. ამასთანავე, ვინაიდან ჩვენი პლატფორმა ღია წყაროსია, არჩევანიც უფრო ფართოა, მდიდარი შესაძლებლობების დასამატებლად.

ამასთანავე, როცა ქმნით Firefox-ანგარიშს, თქვენ იღებთ წვდომას გამორჩეულ მომსახურებზე, როგორიცაა Pocket, ჩაშენებული პირდაპირ ბრაუზერში. Pocket ღილაკი Firefox-ისთვის, საშუალებას გაძლევთ გადაინახოთ გვერდები და ვიდეოები Pocket-ში ერთი დაწკაპებით, რომ გაეცნოთ ყურადღების გამფანტავი მასალებისგან გასუფთავებულ ვერსიას, სასურველ დროსა და ადგილას — კავშირგარეშედაც კი.

Firefox მეტად მოსახერხებელია აუდიო-ვიდეო ფაილებთანაც. თვითგაშვების შეზღუდვა ჩაშენებულია ბრაუზერშივე და თავიდანვე ჩართულია, შედეგად საიტები ვერ ახმაურდება და უეცრად ვერ დაიყეფებს, თქვენგან დამოუკიდებლად.

Screenshots კიდევ ერთი ჩაშენებული შესაძლებლობაა Firefox-ბრაუზერში და მისით შეგიძლიათ გადაუღოთ ასლი და სურათი ვებგვერდებს სრულად ან ნაწილობრივ. შენახვის შემთხვევაში, გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ საქაღალდე, სამუშაო ეკრანზე არეულობის შექმნის ასარიდებლად.

ორივე ბრაუზერს აქვს როგორც უამრავი მსგავსი შესაძლებლობა, ასევე არაერთი გამორჩეულიც. აღსანიშნავია, რომ თუ ხშირად გჭირდებათ საიტისთვის სურათის გადაღება, წარმოუდგენელი იქნება უარის თქმა ისეთ მოსახერხებელ ფუნქციაზე, როგორიც მოჰყვება Firefox-ს. მაგრამ ისედაც, თუ მხოლოდ ეძებთ სწრაფ, პირადულ ბრაუზერს ვებსივრცეში მოგზაურობისა და საყიდლებისთვის, შეგიძლიათ გამოსცადოთ Firefox — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ იმიტომ იყენებდით Safari-ს, რომ ნაგულისხმევ ბრაუზერად მოჰყვებოდა კომპიუტერს. საბოლოოდ კი შეძლებთ გაარკვიოთ, რომელი უფრო მეტად ერგება თქვენს საჭიროებებს.

ჩამოტვირთეთ Firefox-ბრაუზერი

მოქნილი

მოქნილობა Firefox Safari
სისტემებთან თავსებადობა დიახ არა
მობილურ სისტემებთან თავსებადობა დიახ არა
დასინქრონება მობილურზე დიახ დიახ
პაროლების მართვა დიახ დიახ
მთავარი პაროლით დაცვა დიახ არა

Firefox და Safari, ორივე გთავაზობთ შეუფერხებლად სარგებლობის საშუალებას სამაგიდო მოწყობილობიდან მობილურზე გადასვლისას ან პირიქით. Safari-ის შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, უწყვეტობის შესაძლებლობებია. იგი ასინქრონებს სანიშნებს, ჩანართებს, ისტორიასა და ა. შ. iCloud-ზე ისე, რომ თითოეული ხელმისაწვდომი ხდება ყველა თქვენს მოწყობილობაზე. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გახსნათ ჩანართი iPhone-ზე და იგი აგრეთვე გამოჩნდება თქვენს macOS-ლეპტოპზეც, უბრალო დაწკაპებით.

Firefox ასევე გთავაზობთ მსგავს შესაძლებლობას, როცა შექმნილი გაქვთ Firefox-ანგარიში, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად დაასინქრონონ სანიშნები, ისტორია, პარამეტრები, პაროლები, შევსებული ველები, დამატებები და ბოლო 25 გახსნილი ჩანართი, მრავალ კომპიუტერზე. Firefox-ს რაც განასხვავებს Safari-ისგან ისაა, რომ იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერ სამაგიდო და მობილურ სისტემაზე, როგორიცაა iOS, Android, Windows ან macOS, ეს კი ზრდის მის მოქნილობას, ნებისმიერ მოწყობილობაზე, რომლითაც სარგებლობთ.

Firefox-ის აპლიკაცია iOS-სა და Android-ზე ერთ-ერთი უსწრაფესი ბრაუზერია, მძლავრი დაცვითა და თვალთვალის არიდების შესაძლებლობებით — ეს დიდი უპირატესობაა, თუ მუდმივად გიწევთ ლეპტოპისა და მობილური მოწყობილობების მონაცვლეობით გამოყენება.

ვინაიდან Safari არის Apple-ის კუთვნილი ბრაუზერი, მისი iCloud-სინქრონიზაცია მუშაობს მხოლოდ Apple-ის პროდუქტებზე. ეს შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ შეზღუდვად, როცა მაგალითად იყენებთ Android-ს და iPhone-ს ერთდროულად, ან მუშაობთ Windows-იან კომპიუტერზე, მაგრამ iPhone გაქვთ პირადი მოხმარებისთვის.

ჩამოტვირთეთ Firefox-ბრაუზერი

საერთო შეფასება

Safari მშვენივრად ასრულებს თავის მოვალეობას და გვერდების მონახულებას ხდის მარტივს, სწრაფსა და შეუფერხებელს, თუ ხართ Apple-ის მომხმარებელი და იყენებთ არაერთ Apple-პროდუქტს. მსგავსად Safari-სა, Firefox-იც არის სწრაფი და ფუნქციონალური ბრაუზერი, თუმცა პირადულობის დაცვა და მრავალპლატფორმულობა, ჩვენი განმსაზღვრელი შესაძლებლობებია. Firefox ახლდება ყოველთვიურად ახალი ხელსაწყოებითა და საშუალებებით. მაგალითად, ერთ-ერთი ჩვენი უახლესი განახლება გულისხმობს გადასვლას თვალთვალისგან გაძლიერებულ დაცვაზე (ETP) ნაგულისხმევად, ახალი მომხმარებლებისთვის, რომელიც მეტად შედეგიანად ზღუდავს ფუნთუშებსა და საიტთაშორის მეთვალყურეებს.

დასასრულს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თავად რას აფასებთ ბრაუზერში. თუ სრულად ჩაბმული ხართ Apple-ის ეკოსისტემაში, Safari მშვენიერი ვარიანტია. მაგრამ, თუ თქვენთვის ღირებულია პირადი მონაცემების დაცვა უახლესი და მძლავრი საშუალებებით, ამასთან მრავალ განსხვავებულ სისტემაზე გიწევთ მუშაობა, ვფიქრობთ Firefox საუკეთესო არჩევანი იქნება. Firefox აგრეთვე მეტად გამოსადეგია დამატებით ბრაუზერად მხოლოდ Apple-ის პროდუქტების მომხმარებლებისთვისაც, თუ მათ სურთ დროდადრო სხვა ბრაუზერის გამოყენება იმ შემთხვევებისთვის, როცა დგება ინტერნეტში პირადულობის დაცვის დამატებითი შრის საჭიროება.

აქ მოყვანილი შედარებები გაკეთდა, საწყისი პარამეტრებით გამართული ბრაუზერების შემდეგ გამოშვებებზე:
Firefox (81) | Safari (14)
ეს გვერდი ახლდება სამ თვეში ორჯერ, იმ დროისთვის უახლესი ვერსიების აღწერით და შესაძლოა ყოველთვის ვერ მოიცავდეს, ბოლო სიახლეებს.