ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

Firefox-ბრაუზერის შედარება Brave-თან

ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

როგორც Firefox-ბრაუზერი, ასევე Brave-ბრაუზერი არის თავისუფალი, ღია წყაროსი და მიმართული მომხმარებლების პირადულობის დაცვაზე. Brave ახლადგამოჩენილია ბრაუზერების სამყაროში: მისი შემქმნელი, Brave Software, პირველად წარდგა ბრაუზერით 2016 წლის იანვარში. ამ სტატიაში ჩვენ შევადარებთ Firefox-ბრაუზერს Brave-ბრაუზერთან სამი კუთხით: პირადულობის, სარგებლიანობისა და მოქნილობის.

უსაფრთხოება და პირადულობა

უსაფრთხოება და პირადულობა Firefox Brave
პირადი თვალიერების რეჟიმი დიახ დიახ
გარეშე მეთვალყურეების ფუნთუშების თავისთავად შეზღუდვა დიახ დიახ
კრიპტოვალუტის გამომმუშავებლების შეზღუდვა დიახ დიახ
სოცქსელის მეთვალყურეების შეზღუდვა დიახ დიახ

Brave-ბრაუზერი, მსგავსად სხვა ბევრი ბრაუზერისა, დაფუძნებულია Google-ის ღია წყაროს მქონე Chromium-კოდზე. ღია წყარო გულისხმობს, რომ ნებისმიერს შეუძლია გამოყენება და მასზე დაყრდნობით სასურველი რამის შექმნა — ასევეა შექმნილი ბრაუზერები Opera და Edge. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ, Chromium-ზე დაფუძნებული ყველა ბრაუზერი ერთი და იგივეა ან ისინიც ღია წყაროსი იქნება.

Brave განსხვავდება სხვა Chromium-ბრაუზერებისგან, მომხმარებლის პირადულობაზე მეტი ყურადღებით — ეს განსაკუთრებით გამოიხატება მეთვალყურეების, სკრიპტებისა და რეკლამების ნაგულისხმევად შეზღუდვით. ასე რომ, როცა იყენებთ Brave-ბრაუზერს, საიტის ის არეები სადაც წესით რეკლამა უნდა ჩანდეს, ცარიელია. ზოგ შემთხვევაში, გვერდები არ იტვირთება სათანადოდ, რის გამოც ან სხვა ბრაუზერი უნდა გამოიყენოთ, ან პარამეტრი „Shields Up“ უნდა შეიცვალოს პარამეტრით „Shields Down“, შედეგად გაითიშება პირადულობისა და უსაფრთხოების დაცვა.

ინტერნეტში დიდ ფულს იხდიან რეკლამების გამოჩენაში, რაც საშუალებას გაძლევთ უფასოდ იხილოთ გამოქვეყნებული მასალები. Brave შეეცადა ამოეტრიალებინა ეს მიდგომა და ებიძგა თავისი მომხმარებლებისთვის, მონაწილეობა მიეღოთ Brave-ის კუთვნილ წამახალისებელ დაჯილდოებაში, რაც რეალურად საკუთარ სარეკლამო პლატფორმას წარმოადგენს. თანხმობის შემდგომ Brave გამოაჩენს, მათივე თქმით „პირადულობის ხელშეუხებელ“ რეკლამებს, რომელთა ხილვის შედეგად გერგებათ Basic Attention Token, ე.წ. BAT. შემდეგ კი Brave-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გახარჯონ თავიანთი BAT-ები საიტების ან ცალკეული შემომწირველების მარდასაჭერად, რომლებიც BAT-ებს გადაცვლიან ნაღდ ფულში.

ეს ზედმეტი სირთულეა თუ კარგი ჩანაფიქრი, ალბათ განისაზღვრება იმით, რა დონეზე გძულთ რეკლამები ინტერნეტში. ბევრ მომხმარებელს ესმის, რომ კარგი მასალა ფული ღირს და ეთანხმება იმ აზრს, რომ ფული რეკლამებისგან მოდის.

მეორე მხრივ, Firefox-ბრაუზერში, ჩვენ ვამჯობინებთ ყველაფერი გაცილებით მარტივად იყოს. Firefox ზღუდავს გარეშე მხარის უმეტეს მეთვალყურეს, კრიპტოგამომმუშავებელს და მომხმარებლის ამომცნობს ნაგულისხმევად. თუმცაღა, Firefox, პირადი ფანჯრების მიღმა, არ კრძალავს რეკლამების გამოჩენას. თუ თავადვე არ დაამატებთ შესაბამისი დანიშნულების რომელიმე ამგვარ გაფართოებას.

უსაფრთხოების რამდენიმე აღსანიშნავი შესაძლებლობითაცაა აღჭურვილი Brave, ასეთია თუნდაც HTTPS-კავშირზე ავტომატური გადასვლა (რომელსაც, აგრეთვე გთავაზობთ Firefox გაფართოების მეშვეობით). Brave და Firefox ორივე სთავაზობს მომხმარებელს პაროლების ჩაშენებულ მმართველს და დაცვის მაჩვენებლების შემოწმების საშუალებას. Brave ანახებს სტატისტიკას შეზღუდული მეთვალყურეებისას ყოველი ახალი ჩანართის გახსნისას. Firefox კი ამ მონაცემებს ათავსებს პირადულობის დაცვის ანგარიშის გვერდზე, რომელთან წვდომაც ნებისმიერ დროს შეიძლება ფარის ნიშანზე დაჭერით, მისამართების ველში.

საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ Brave-ის შემოსავლის მოდელი, ყურადღების მიქცევით მონეტების მიღებისა, მეტად რთული აღსაქმელია ბევრი მომხმარებლისთვის, საერთო ჯამში ორივე, Brave და Firefox ბრაუზერი მრავალ საშუალებას იძლევა, გვერდების უსაფრთხო და პირადი თვალიერებისთვის.

ჩამოტვირთეთ Firefox-ბრაუზერი

გამოსადეგი

სარგებლიანობა Firefox Brave
თვითგაშვების შეზღუდვა დიახ დიახ
ჩანართებით თვალიერება დიახ დიახ
სანიშნების მმართველი დიახ დიახ
ველების თვითშევსება დიახ დიახ
საძიებო სისტემის პარამეტრები დიახ დიახ
ტექსტის წარმოთქმა დიახ არა
კითხვის რეჟიმი დიახ დიახ
მართლწერის შემოწმება დიახ დიახ
გაფართოებები/დამატებები დიახ დიახ
ეკრანის გადაღება ბრაუზერშივე დიახ დიახ

რამაც მეტად აღაფრთოვანა Brave-ის ზოგი მომხმარებელი იყო ის, თუ როგორ სწრაფად ხსნიდა გვერდებს ბრაუზერი. მიზეზი ამ სისწრაფისა, არის ყველა რეკლამის შეზღუდვა. რაც უფრო ნაკლებია ჩასატვირთი, დროც ნაკლები სჭირდება.

თუ შევხედავთ ოპერატიულის მოხმარების კუთხით, Brave ბრაუზერი მეტად მძიმეა ვიდრე Firefox. Brave-ს მოჰყვება წინასწარ ჩაშენებული მრავალი შესაძლებლობა და „დამატება“, რომლებიც შესაძლოა იწვევდნენ მეტ დატვირთვას. Firefox კი თავის მხრივ, საშუალებას გაძლევთ თავად გადაწყვიტოთ, რომელიც დამატებებითა და გაფართოებებით აღჭურვოთ ბრაუზერი.

ვიზუალური ნაწილების მორგება და იერსახის შეცვლა, წლებია ყველაზე საყვარელი შესაძლებლობებია Firefox-ის მომხმარებელთათვის და ჩვენი მხურვალე შემმუშავებლების ერთობასაც, შექმნილი აქვს მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა ღია წყაროს მქონე დამატებებისა და გაფართოებების, რომლებიც კიდევ უფრო მეტად შეცვლისა და გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. შესაძლებლობები, რომლებითაც წინასწარ აღჭურვილია Firefox ჩამოტვირთვისთანავე, არის მძლავრი ხელსაწყო ეკრანის გადასაღებად, ხელმისაწვდომობის გამარტივების საშუალებები და ჩაშენებული Pocket — რომლის მეშვეობითაც, მომხმარებლებს შეუძლიათ სწრაფად გადაინახონ სტატიები, მოგვიანებით წასაკითხად ნებისმიერ მოწყობილობაზე.

Brave ასევე გთავაზობთ გაფართოებების დიდ ბიბლიოთეკას, ხელმისაწვდომს Google Chrome მაღაზიიდან და თავად ბრაუზერს მოყოლილ მრავალ საშუალებას, როგორიცაა ზემოაღნიშნული Brave-ის დაჯილდოების პროგრამა, აგრეთვე ტორენტით გადმოწერის მხარდაჭერა ბრაუზერშივე.

ჩამოტვირთეთ Firefox-ბრაუზერი

მოქნილი

მოქნილობა Firefox Brave
სისტემებთან თავსებადობა დიახ დიახ
მობილურ სისტემებთან თავსებადობა დიახ დიახ
დასინქრონება მობილურზე დიახ დიახ
პაროლების მართვა დიახ დიახ
მთავარი პაროლით დაცვა დიახ არა

დასინქრონება პაროლების, გაფართოებების, ველებში შეყვანილი მონაცემების, დამატებებისა და სხვა პარამეტრების ყველა მოწყობილობასა და საოპერაციო სისტემას შორის, წლებია ხელმისაწვდომია Firefox-ით. დასინქრონებული ინფორმაცია ასევე იშიფრება, რაც ნიშნავს რომ მიუწვდომელია გარეშე პირთათვის.

Firefox-ბრაუზერი ასევე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან უფასო Mozilla-ანგარიში. Mozilla-ანგარიში წარმოადგენს გასაღებს დასინქრონებული მონაცემების სანახავად სხვადასხვა მოწყობილობაზე და დამატებით გაძლევთ წვდომას ისეთ შესაძლებლობებთან, როგორიცაა თუნდაც Mozilla Monitor თქვენი ელფოსტის მისამართების შესამოწმებლად, გამჟღავნებულია ხომ არაა მონაცემთა ცნობილი მიტაცებებისას.

Brave-მ ახლახან აგრეთვე მიიღო მონაცემების გავრცელებულ საოპერაციო სისტემებსა და მოწყობილობებზე დასინქრონების შესაძლებლობა, მათ შორის მოპოვებული მონეტებისაც.

ჩამოტვირთეთ Firefox-ბრაუზერი

საერთო შეფასება

ორი ბრაუზერის შედარების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ თითოეული, Firefox და Brave გთავაზობთ დახვეწილი დონის დაცვას, უსაფრთხოებისა და პირადულობის, ნაგულისხმევად, თავისთავად ხელმისაწვდომს პირველი გაშვებისთანავე.

Brave-ის მოფიქრება რეკლამის ჩასანაცვლებლად, გადატრიალებაა ამჟამინდელი ფასიანი სარეკლამო და საძიებო სისტემების. თუმცა გავიმეორებთ, ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი, რომელიც თავისი საქმითაა დაკავებული, ალბათ არ ისურვებს ჩაბმას საიტების მიკროგადახდების მართვაში, საკუთარი დროისა და ძალისხმევის ხარჯზე.

საერთო ჯამში, Brave არის სწრაფი და დაცული ბრაუზერი, რომელიც მეტად მიმზიდველია კრიპტოვალუტით მოსარგებლეთათვის, მაგრამ ინტერნეტმომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის, Firefox რჩება უკეთეს და უფრო მარტივ გადაწყვეტად.

აქ მოყვანილი შედარებები გაკეთდა, საწყისი პარამეტრებით გამართული ბრაუზერების შემდეგ გამოშვებებზე:
Firefox (81) | Brave (1.14.81)
ეს გვერდი ახლდება სამ თვეში ორჯერ, იმ დროისთვის უახლესი ვერსიების აღწერით და შესაძლოა ყოველთვის ვერ მოიცავდეს, ბოლო სიახლეებს.