2008 წელს, როცა Google-მა წარმოადგინა Chrome, მისი გავლენა, როგორც ახალი სიტყვის ბრაუზერების შექმნის დარგში, იყო მყისიერი. იგი მეტად სწრაფად ხსნიდა საიტებს, იკავებდა ნაკლებ ადგილს ეკრანზე და მომხმარებელს სთავაზობდა უდავოდ სადა და მარტივ სამუშაო გარსს.
დღესდღეობით, კონკურენტული გარემო ბრაუზერთათვის სულ სხვაგვარია, ვინაიდან უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ზრუნვა თავის პირად მონაცემებზე, როგორიცაა მონახულებული გვერდების ისტორია, პაროლები და სხვა მოსაფრთხილებელი ინფორმაცია. ბევრი რამ შეიცვალა 2008 წლიდან, მას შემდეგ, რაც Chrome გამოჩნდა. Firefox-ში, ჩვენ თავაუღებლად ვმუშაობდით იერსახის სრულიად განახლებასა და მომხმარებელთათვის, მეტად გაუმჯობესებული წარმადობისა და პირადი მონაცემების თავისთავადი დაცვის შესათავაზებლად, სხვა უამრავ გამოსადეგ ხელსაწყოსთან ერთად.
და ახლა ჩვენ აქ ვართ, ბრაუზერების ომი კვლავ გამწვავდა და დროა ყველაფრის გადაფასებით ხელახლა შევადაროთ Firefox-ბრაუზერი და Google Chrome.

უსაფრთხოება და პირადულობა
უსაფრთხოება და პირადულობა | ![]() |
|
---|---|---|
პირადი თვალიერების რეჟიმი | ||
გარეშე მეთვალყურეების ფუნთუშების თავისთავად შეზღუდვა | ||
კრიპტოვალუტის გამომმუშავებლების შეზღუდვა | ||
სოცქსელის მეთვალყურეების შეზღუდვა |
Firefox-ის გუნდს დიდი ოდენობით ერთგული მომხმარებელი გვყავს, რომელიც აფასებს ჩვენს მტკიცე მიდგომას ინტერნეტში პირადი მონაცემების უსაფრთხოებისადმი. მაგალითად, უახლესი ვერსიის Firefox შეიცავს შესაძლებლობას სახელწოდებით თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვა (ETP), რომელიც ნაგულისხმევად ჩართულია მომხმარებლებისათვის მთელ მსოფლიოში. ETP ზღუდავს 2,000 მეთვალყურეს, მათ შორის სოცქსელებისას, როგორიცაა Facebook, Twitter და LinkedIn. ამასთან ერთად, ჩაშენებულად მოჰყვება Firefox Monitor, რომელიც ავტომატურად გაცნობებთ, თუ თქვენი პაროლი აღმოჩნდება მიტაცებულ მონაცემებში და საჭიროებს განახლებას. გარდა დაცვის ამ საშუალებებისა, Firefox აღჭურვილია პირადი თვალიერების რეჟიმითაც, რომელიც თავისთავად შლის მონახულებული გვერდების ინფორმაციას, მათს ისტორიასა და ფუნთუშებს, შედეგად არ ტოვებს კვალს საქმიანობის დასრულების შემდეგ.
აგრეთვე, ჩვენ ახლახან განვაახლეთ ჩვენი მოვალეობები პირადი მონაცემების დაცვისა და გამჭვირვალობის კუთხით მომხმარებლებთან მიმართებით პირადულობის ბოლო განაცხადში, რომელშიც განსაზღვრულია, რომ „Mozilla-ში პირადი მონაცემების დაცვას ჯანსაღი ინტერნეტის წინაპირობად მივიჩნევთ“.
Google Chrome ყველა პარამეტრით დაცული ბრაუზერია, აღჭურვილია ისეთი შესაძლებლობებით, როგორიცაა გვერდების უსაფრთხო თვალიერება, რომელიც იცავს მომხმარებელს ადვილად შესამჩნევი გაფრთხილების ჩვენებით, საზიანო საიტებზე შესვლისა და სახიფათო ფაილების გადმოწერისგან.
ნამდვილად, ორივე ბრაუზერი, Chrome და Firefox საფუძვლიანად იცავს მომხმარებელს. ორივეს აქვს „გამიჯვნის“ შესაძლებლობა, რომელიც აცალკევებს ბრაუზერის პროცესებს რის შედეგადაც, მავნე საიტი ვერ შეეხება ნოუთბუქის ან მოწყობილობის სხვა არეებს.
მართალია Chrome ადასტურებს რომ ნამდვილად უსაფრთხო ბრაუზერია, მაგრამ მის მიერ პირადი მონაცემების დამუშავება, კითხვის ნიშნის ქვეშაა. Google აგროვებს დიდი ოდენობით მონაცემებს თავისი მომხმარებლებისგან, მათ შორის მდებარეობის, ძიების ისტორიის, მონახულებული გვერდების. Google ამას იმით ხსნის, რომ ეს ყველაფერი მომსახურებების გასაუმჯობესებლად ესაჭიროება – მაგალითად, გეხმარებათ იპოვოთ სვიტერი ან კაფე, რომელიც ადრეც გიყიდიათ ან მოგინახულებიათ. თუმცა ზოგი ამას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ Google აგროვებს წარმოუდგენლად დიდი ოდენობის მონაცემებს სარეკლამო მიზნებით. ისინი არწმუნებენ ყველას, რომ მათს ინფორმაციას ინახავენ ჰაკერებისგან მიუწვდომლად, თუმცა ეს მეორეხარისხოვანია. თავად Google არის მსოფლიოში უდიდესი სარეკლამო ქსელის მფლობელი, იმ დიდი მონაცემების წყალობით, რომელიც თავისი მომხმარებლებისგან აქვს მოპოვებული.
რასაკვირველია, თქვენი გადასაწყვეტია, გსურთ თუ არა გააზიაროთ ძიებისა და საყიდლების ისტორია, ან რისი გაზიარებაა მისაღები. მაგრამ როგორც ხალხის უმეტესობა, ალბათ თქვენც ეძებთ ხოლმე ინტერნეტში ისეთ რამეს, რაც გსურთ დარჩეს პირად სივრცეში.
გამოსადეგი
სარგებლიანობა | ![]() |
|
---|---|---|
თვითგაშვების შეზღუდვა | ||
ჩანართებით თვალიერება | ||
სანიშნების მმართველი | ||
ველების თვითშევსება | ||
საძიებო სისტემის პარამეტრები | ||
ტექსტის წარმოთქმა | ||
კითხვის რეჟიმი | ||
მართლწერის შემოწმება | ||
გაფართოებები/დამატებები | ||
ეკრანის გადაღება ბრაუზერშივე |
შესაძლებლობების კუთხით, ორივე Firefox და Chrome იძლევა უამრავი გაფართოებისა და მოდულის დამატების საშუალებას, ამასთან Chrome-ის ბაზა გამოირჩევა რაოდენობით სხვა ბრაუზერებთან შედარებით და მეტად თავსებადია Google-ის სხვა მომსახურებებთან, როგორიცაა Gmail და Google Docs.
მართალია ისეთივე ფართო ბაზით არაა წარმოდგენილი, როგორც Chrome, თუმცაღა Firefox, ღია წყაროს პროგრამული უზრუნველყოფის კვალობაზე, ასევე გამორჩეულია მოქმედი შემომწირველების რაოდენობითა და ბევრი სასარგებლო გაფართოებით.
Firefox-ს ასევე აქვს სინქრონიზაციის შესაძლებლობა მიმდინარე ან ბოლოს გახსნილი ჩანართების, მონახულებული გვერდებისა და სანიშნების სანახავად, ყველა თქვენს მოწყობილობაზე.
Chrome კი ჯაბნის დამატებებითა და გაფართოებებით, მაგრამ Firefox-ს ჩაშენებულად მოჰყვება გულმოდგინედ შერჩეული ჩაშენებული შესაძლებლობები, როგორებიცაა ეკრანის გადასაღები მოსახერხებელი ხელსაწყო და კითხვის რეჟიმი, საიტიდან ზედმეტობის მოსაცილებლად და ტექსტის შეუფერხებლად წასაკითხად.
უთვალავი ჩანართის გახსნისას, სამომხმარებლო გარემო ზიანდება. Firefox იძლევა ამ ჩანართების თარაზულად გადაადგილების შესაძლებლობას, მათი სიგანეში შევიწროების ნაცვლად. Google Chrome ამჯობინებს შეავიწროვოს, შედეგად კი მხოლოდ ხატულები ჩანს. ამის ცუდი მხარე ისაა, რომ თუ რამდენიმე ჩანართი ერთი საიტიდანაა გახსნილი, ბევრი ხატულა ერთნაირი იქნება.
მორგების მხრივ, რაც ჩვენს გულშემატკივრებს ყველაზე მეტად მოსწონთ არის, ბრაუზერზე ძირითადი სამომხმარებლო ელემენტების გადაადგილების შესაძლებლობა, სურვილისამებრ. Chrome იძლევა მხოლოდ გარკვეული ნაწილის დამალვის საშუალებას, შეზღუდული პარამეტრებით. თუმცაღა, აღსანიშნავია რომ ორივე, Chrome და Firefox მომხმარებელს სთავაზობს იერსახის და გაფორმების მარტივად შეცვლის შესაძლებლობას.
მოქნილი
მოქნილობა | ![]() |
|
---|---|---|
სისტემებთან თავსებადობა | ||
მობილურ სისტემებთან თავსებადობა | ||
დასინქრონება მობილურზე | ||
პაროლების მართვა | ||
მთავარი პაროლით დაცვა |
რაღა თქმა უნდა, ორივე, Firefox და Chrome ხელმისაწვდომია უმეტეს, გავრცელებულ კომპიუტერულ და მობილურ საოპერაციო სისტემაზე (Windows, macOS, Linux, Android, iOS).
ორივე, Chrome და Firefox ასევე, საშუალებას გაძლევთ დაასინქრონოთ პაროლები, სანიშნები და გახსნილი ჩანართები ყველა თქვენს მოწყობილობაზე. გარდა ამისა, Firefox-ს მოჰყვება მთავარი პაროლის მითითების შესაძლებლობა, რომელიც ყველა დამახსოვრებული მონაცემისა თუ პაროლის დასაცავად დამატებით კლიტეს წარმოადგენს. თუ გაქვთ Firefox-ანგარიში, შეგიძლიათ ხელით გაგზავნოთ გახსნილი ჩანართი კომპიუტერიდან მობილურზე და პირიქით. Chrome-ით, ეს ავტომატურად ხდება პარამეტრებიდან მითითებით. ხელით გაგზავნის შესაძლებლობის არ ქონა მოსახერხებელია მაშინ, როცა ვთქვათ, კითხვას აგრძელებთ იმ სტატიის, რომელიც ჯერ არ დაგისრულებიათ. თუმცა არის შემთხვევები, როცა ავტომატური დასინქრონება მოუხერხებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ რამდენიმე მომხმარებელი ათვალიერებს გვერდებს თქვენი Google-ანგარიშით.
საერთო შეფასება
ვფიქრობთ, სამართლიანი იქნება ითქვას, რომ Firefox და Chrome ახლოს დგას ერთმანეთთან მოქნილობისა და მოხერხებულობის კუთხით, ამასთან Chrome-ს ოდნავი უპირატესობა აქვს მისი მრავალრიცხოვანი გაფართოებების წყალობით. მაგრამ, რაც შეეხება პირადი მონაცემების დაცვას, Firefox იგებს მომხმარებლების ინფორმაციის უსაფრთხოებისადმი ერთგულებით, რასაც უზრუნველყოფს თავისუფალი დამხმარე მომსახურებები, როგორიცაა პაროლების მმართველი, რომელიც აგრეთვე გაფრთხილებთ, თუ თქვენს მონაცემებს ვინმე მიიტაცებს.
გამოყენების მხრივ, არაფერი გიშლით ხელს ორივე ბრაუზერით ისარგებლოთ — Firefox იმ შემთხვევებისთვის, როცა პირადი მონაცემების უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ხოლო Chrome, თუ მეტად ჩართული ხართ Google-ის ეკოსისტემაში. თუმცა ჩვენს პირად ცხოვრებაში შემოჭრის სიხშირის ზრდის კვალდაკვალ, Firefox ამტკიცებს, რომ გრძელვადიანი გათვლებით, იგი უფრო სწორი არჩევანი იქნება მათთვის, ვისთვისაც ღირებულია ინტერნეტში პირადი მონაცემების უსაფრთხოება.
აქ მოყვანილი შედარებები გაკეთდა, საწყისი პარამეტრებით გამართული ბრაუზერების შემდეგ გამოშვებებზე:
Firefox (81) |
Chrome (85)
ეს გვერდი ახლდება სამ თვეში ორჯერ, იმ დროისთვის უახლესი ვერსიების აღწერით და შესაძლოა ყოველთვის ვერ მოიცავდეს, ბოლო სიახლეებს.