Facebook. სრულად გამიჯნული. დატოვეთ თქვენი დანარჩენი ცხოვრება პირადი.

Facebook Container გაფართოების გადმოწერა

ჩამოტვირთეთ Firefox და მიიღეთ Facebook Container გაფართოება

გაფართოება Facebook Container ჯერჯერობით მხოლოდ კომპიუტერის Firefox-ზეა ხელმისაწვდომი.

ეწვიეთ ბმულს www.mozilla.org/firefox/new/ Firefox-ის კომპიუტერზე გადმოსაწერად.

გადმოწერეთ Firefox Android-სა და iOS-ზე ახლავე.

წამოაყენეთ თქვენი საკუთარი პირობები

Facebook-ს შეუძლია თვალი ადევნოს თქვენს ყველა მოქმედებას ინტერნეტში და შემდეგ დააკავშიროს თქვენს Facebook ვინაობასთან. თუ ეს თქვენთვის მეტად უსიამოვნოა, Facebook Container გაფართოება დაგეხმარებათ გამიჯნოთ თქვენი ანგარიში ცალკე სათავსი ჩანართით, რაც გაურთულებს Facebook-ს დანარჩენ ჩანართებში გახსნილ სხვა გვერდებზე თვალყურის მიდევნების შესაძლებლობას.

დააყენეთ და გამიჯნეთ

გაფართოების დაყენება მარტივია და როგორც კი ჩართავთ, Facebook გაიხსნება ცალკე ლურჯ ჩანართში, ყოველი გამოყენებისას. Facebook-ით ჩვეულებრივ შეგეძლებათ სარგებლობა. Facebook-ს, ასევე ჩვეულებრივ შეეძლება რეკლამებისა და შეტყობინებების ჩვენება თქვენთვის, თავის საიტზე, მაგრამ მეტად გაურთულდება თქვენი მოქმედებების აღრიცხვა Facebook-ის გარეთ და ამ მონაცემების საფუძველზე, თქვენთვის შერჩეული რეკლამებისა და მიზნობრივი შეტყობინებების ჩვენება.

Firefox-ისა და Mozilla-ს შესახებ

ჩვენ ზურგს გვიმაგრებს Mozilla, არამომგებიანი დაწესებულება, რომელიც ფინანსურ მოგებაზე წინ აყენებს ხალხს, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნდეს მეტი შესაძლებლობები ინტერნეტში. ჩვენ ეს გაფართოება შევქმენით იმიტომ, რომ ვთვლით, თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ მარტივად გამოსაყენებელი ხელსაწყოები, რომლებიც დაგეხმარებათ საკუთარი პირადი მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

თავისუფლად იმოგზაურეთ ინტერნეტში Firefox-ით.