მართალია Chromebook-ს უკვე აქვს Chrome დაყენებული, მაგრამ Firefox-ის გადმოწერა და ყოველდღიურ ბრაუზერად გამოყენება იძლევა შემდეგ უპირატესობებს:
ვისურვებდით უფრო მარტივს, მაგრამ Chromebook ამჯობინებს დაგტოვოთ Google Play-ის ეკოსისტემის ქვეშ. თუმცა, მიგვაჩნია, რომ გამართლებულია ძალისხმევა Firefox-ბრაუზერის დასაყენებლად Chromebook-ზე – და გთავაზობთ მითითებებს, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ. ორი გზაა, Firefox-ის თქვენს მოწყობილობაზე მოსახვედრად.
დააყენოთ Firefox პირდაპირ Google Play Store-იდან: ახალი ვერსიის Chrome OS (x86-ზე დაფუძნებულ Chromebook-ზე ეშვება Chrome OS 80 ან ახალი), გაძლევთ საშუალებას დააყენოთ Firefox აპლიკაცია Android-ისთვის. ეს აპლიკაცია განკუთვნილია მობილური მოწყობილობებისთვის.
დააყენოთ Firefox როგორც Linux-პროგრამა: ცოტა მეტი საფეხური დასჭირდება, მაგრამ ღირს ამად. როცა Firefox დაყენდება Linux-პროგრამის სახით, თქვენ გექნებათ Firefox-ის კომპიუტერის ვერსია ყველა მისი უპირატესობით, მათ შორის თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვით, ჩაშენებული პაროლების მმართველით, ათასობით დამატებასთან წვდომით (როგორიცაა UBlock Origin, რეკლამების შესაზღუდად) და თემებით, ბრაუზერის იერსახის მოსარგებად. იხილეთ ვრცლად, როგორ უნდა დაყენდეს კომპიუტერის Firefox-ბრაუზერი Chromebook-ზე.