ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

Firefox-პროდუქტები განკუთვნილია თქვენი პირადულობის დასაცავად

თქვენ უნდა წყვეტდეთ, ვის შეეძლოს თქვენი პირადი მონაცემების ხილვა. ეს ეხება არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ ყველა სარეკლამოსა და კომპანიას ინტერნეტში — მათ შორის ჩვენც.

სწორედ ამიტომაა, რომ რასაც ვქმნით, ყველაფერი ექვემდებარება პირადი მონაცემების დაცვის ჩვენს პირობას

ნაკლები აღრიცხვა

ჩვენ ვცდილობთ ნაკლები ვიცოდეთ თქვენ შესახებ

ყველა ტექკომპანია აგროვებს მონაცემებს, პროდუქტების გასაუმჯობესებლად. მაგრამ ამისთვის არაა საჭირო ყველანაირი პირადი მონაცემი. ჩვენ მხოლოდ ის ინფორმაცია გვჭირდება, რაც არსებითად გამოგადგებათ. მუდამ ვეკითხებით საკუთარ თავს: ნამდვილად გვჭირდება? რისთვის გვჭირდება? და როდის შეგვიძლია წავშალოთ?

უსაფრთხოდ შენახვა

ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ თქვენი პირადი ინფორმაციის დასაცავად

მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა მეტად რთულია — ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დამატებით ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების სახეობებად დაყოფისთვის, ვიცავთ წესებს, თითოეული მათგანის შენახვისა და უსაფრთხოებისთვის და არასდროს ვწყვეტთ გაუმჯობესებაზე მუშაობას. ჩვენთვის უმთავრესია თქვენი პირადულობა. მასში ვაბანდებთ მთელ ძალისხმევას და მუდამ მისი ერთგულნი ვართ. ჩვენ სხვა კომპანიებსაც კი ვასწავლით, როგორ აკეთონ ეს ყველაფერი.

არანაირი საიდუმლოება

ყოველთვის შეგეძლებათ დაგვეყრდნოთ

არანაირი ფარული მიზნები არ გაგვაჩნია. ჩვენი საქმიანობა არ საჭიროებს თქვენი ნდობით ბოროტად სარგებლობას. ჩვენი პირადულობის განაცხადი მკაფიო და ადვილად გასაგებია. თუ გსურთ დაწვრილებით გაეცნოთ, რა ინფორმაციას ვაგროვებთ, ჩვენი კოდი ღიაა. სრულიად გახსნილნი ვართ ჩვენც.

გაეცანით პირადულობის განაცხადს ჩვენი პროდუქტებისთვის