ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

5 საუკეთესო მობილური ბრაუზერის პირდაპირი შედარება

ვინ ქმნის საუკეთესო მობილურ ბრაუზერს? შევადაროთ Firefox, Chrome, Edge, Safari და Opera ამის გამოსარკვევად.

ვინაიდან მობილურ ბრაუზერს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, სადაც არ უნდა იყოთ, სიჩქარე, უსაფრთხოება, პირადულობა და მოქნილობა საკვანძო მახასიათებლებია. მოკლედ რომელია საუკეთესო მობილური ბრაუზერი? მოდი, შევადაროთ მოწინავე ხუთი მათგანი — და ვნახოთ, რომელი უკეთ ერგება თქვენს საჭიროებებს.

უსაფრთხოება და პირადულობა

რომელი მობილური ბრაუზერი უზრუნველყოფს ინფორმაციის დაცულობას?

უსაფრთხოება და პირადულობა Firefox Chrome Edge Safari Opera
პირადი თვალიერების რეჟიმი დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
გარეშე მეთვალყურეების ფუნთუშების თავისთავად შეზღუდვა დიახ არა დიახ დიახ დიახ
კრიპტოვალუტის გამომმუშავებლების შეზღუდვა დიახ არა დიახ არა არა
ვინაობის ამომცნობების შეზღუდვა დიახ არა არა დიახ არა
სოცქსელის მეთვალყურეების შეზღუდვა დიახ არა არა დიახ არა
მეთვალყურეების შეზღუდვის მაჩვენებლები დიახ არა დიახ დიახ არა

მობილურ ბრაუზერს სულ მცირე „პირადი თვალიერების რეჟიმის“ მსგავსი რამ უნდა გააჩნდეს მონახულებული და მოძიებული გვერდების გასუფთავების შესაძლებლობით. ამ საკითხში ხუთივე ბრაუზერმა აიღო ქულა.

მობილური ბრაუზერის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომელიც აუცილებელია, ესაა საიტებისა და კომპანიებისთვის მონახულებულ გვერდებსა და შენაძენებზე თვალის მიდევნების აკრძალვა — გვერდების ჩვეულებრივ თვალიერების დროსაც.

გარეშე მეთვალყურეების შეზღუდვა არა მხოლოდ პირადულობისთვისაა საჭირო — არამედ ასწრაფებს გვერდის გახსნასაც, ვინაიდან მიბმული კოდის ნაწილების გამო ჩატვირთვა შენელებულია.

ზემოთ მოცემული ცხრილიდან აშკარაა, რომ Firefox გთავაზობთ მეტად სრულყოფილ დაცვას პირადულობისა და უსაფრთხოების კუთხით ხუთ ბრაუზერს შორის და ამასთანავე, დაცვის ზოგადი მაჩვენებლების გადახედვის საშუალებასაც გაძლევთ.

სარგებლიანობა

რის გაკეთება შეუძლია ბრაუზერს თქვენთვის?

შესაძლებლობები Firefox Chrome Edge Safari Opera
თვითგაშვების შეზღუდვა დიახ არა არა არა არა
ჩანართებით თვალიერება დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
სანიშნების მმართველი დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
ველების თვითშევსება დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
გადახდების თვითშევსება არა დიახ დიახ დიახ დიახ
საძიებო სისტემის პარამეტრები დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
ტექსტის წარმოთქმა არა დიახ დიახ დიახ დიახ
კითხვის რეჟიმი დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
მართლწერის შემოწმება დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
გაფართოებები/დამატებები დიახ არა არა დიახ არა
მუქი რეჟიმი დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
საიტის სრულად ჩვენება დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
პოვნა გვერდზე დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
სურათით ძიება დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
ხმოვანი ძიება დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
მთავარ ეკრანზე დამატება დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
სიახლეების არხი არა დიახ დიახ არა დიახ
ჩაშენებული VPN არა არა არა არა დიახ

მთავარი შემადგენელი სრულყოფილი ბრაუზერისა, მისი შესაძლებლობებია. რისთვისაა გამოსადეგი? თითქმის ყველა ბრაუზერი თანაბარია, როცა საქმე ეხება ჩანართებს, სანიშნებს, ველების თვითშევსებას, მაგრამ მხოლოდ Firefox და Safari იძლევა საშუალებას, ჩაიდგას დამატებები/გაფართოებები, რომლებიც მცირე სახის პროგრამებია ბრაუზერისთვის პირადულობის, სიმძლავრის მოსამატებლად ან გასახალისებლად.

სინქრონიზაცია

კარგად ურთიერთობს ბრაუზერი სხვა მოწყობილობებთან?

მოქნილობა Firefox Chrome Edge Safari Opera
სისტემებთან თავსებადობა დიახ დიახ არა არა დიახ
მობილურ სისტემებთან თავსებადობა დიახ დიახ დიახ არა დიახ
დასინქრონება მობილურზე დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
პაროლების მართვა დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
მთავარი პაროლით დაცვა დიახ დიახ დიახ არა დიახ

მობილურისთვის განკუთვნილი Safari, რომელიც მოჰყვება Apple-ის მოწყობილობებს, თავსებადია მხოლოდ სხვა Apple-მოწყობილობებთან, როგორებიცაა iPad და Mac-ლეპტოპები. Firefox, Chrome და Opera კი მუშაობს თითქმის ყველა სისტემაზე, ესენია iOS, Android, Windows, Mac და Linux, გამონაკლისია Edge-ბრაუზერი, რომელიც შეუთავსებელია Linux-ზე გამართულ მოწყობილობებთან.

აქ შედარებული თითქმის ყველა მობილური ბრაუზერი იძლევა სინქრონიზაციის სრულ შესაძლებლობას მობილურსა და კომპიუტერს შორის.

კარგი სიახლე iPhone-ის მფლობელთათვის ისაა, რომ Apple-მა ახლახან, ნება დართო iPhone-ის მომხმარებლებს, სურვილისამებრ აირჩიონ ნაგულისხმევი ბრაუზერი, შედეგად შეეძლებათ განსხვავებულ სისტემებთან სინქრონიზაციაც, მაგალითად Firefox ყენდება iPhone-ზეც და Windows-კომპიუტერზეც.

დასკვნა

იმ მოთხოვნებს, რომლებიც ჩვენ გამოვყავით — პირადულობა, სარგებლიანობა და მოქნილობა — მხოლოდ ერთი ბრაუზერი აკმაყოფილებს და ესაა Firefox. მიუხედავად დანარჩენებთან მსგავსებისა, შესაძლებლობებისა და თავსებადობის ნაწილში, Firefox გამოირჩევა პირადი მონაცემების დაცვით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ყველაზე მეტად არსებითი ინტერნეტით სრულყოფილად სარგებლობისთვის არის — თავისუფლად აკეთოთ ის, რაც მოგესურვებათ.

მიუხედავად ჩვენი რჩევებისა, შესაფერისი ბრაუზერის მონახვა ყოველთვის დამოკიდებულია პირად საჭიროებებსა და იმ ღირებულებებზე, რომლებიც ფასეულია თქვენთვის ინტერნეტით სარგებლობისას.

აქ მოყვანილი შედარებები გაკეთდა, საწყისი პარამეტრებით გამართული ბრაუზერების შემდეგ გამოშვებებზე:
Firefox (84) | Chrome (87) | Edge (45.11.1) | Safari (14) | Opera (61)
ეს გვერდი ახლდება სამ თვეში ორჯერ, იმ დროისთვის უახლესი ვერსიების აღწერით და შესაძლოა ყოველთვის ვერ მოიცავდეს, ბოლო სიახლეებს.

გადმოწერეთ Firefox მობილურისთვის

QR-კოდის წაკითხვა, დასაწყებად

წააკითხეთ QR-კოდი, რომ გადმოწეროთ Firefox მობილურზე