დაასინქრონეთ Firefox ყველა თქვენს მოწყობილობაზე

დაასინქრონეთ წვდომისთვის თქვენი სანიშნები, პაროლები და ა.შ. — ყველგან, სადაც გიყენიათ Firefox.

ანგარიშის შექმნა

    გაიადვილეთ პირადულობა

    მხოლოდ Firefox-ანგარიში გესაჭიროებათ Firefox Sync-ისთვის

    მონაცემები დაიშიფრება

    თქვენი დაშიფვრის გასაღები იქნება საიდუმლო, გეცოდინებათ მხოლოდ თქვენ და თქვენ მიერ დაშვებულ მოწყობილობებს.

    იგრძენით თავი უსაფრთხოდ

    ჩვენ დაშიფრულ მონაცემებს ვინახავთ სერვერებზე, ასე რომ მათი ხილვა არ შეგვიძლია.

დაიწყეთ სინქრონიზაცია ოთხი მარტივი ნაბიჯით:

  1. გახსენით მენიუ Firefox-ის ზედა მარჯვენა არეში და აირჩიეთ „შესვლა – Sync.“
  2. დაწკაპეთ „დაწყება“ გახსნილ ჩანართში.
  3. შეიყვანეთ ელფოსტის მისამართი და პაროლი, რომ „შექმნათ Firefox-ანგარიში.“
  4. დააწკაპეთ „შემდეგ“, რომ ელფოსტაზე მიიღოთ დასტურის წერილი.

ელფოსტის შემოწმების და დასტურის ბმულზე დაწკაპების შემდეგ Firefox ავტომატურად დაასინქრონებს მონაცემებს ფონურად.

იხილეთ ვრცლად, როგორ მართოთ Firefox-ანგარიში