Mozilla VPN
Mozilla VPN Ubuntu Linux-ზე — სრულყოფილი წყვილი პირადულობისთვის
როგორც Ubuntu Linux-ის მოყვარული, ისედაც გაცნობიერებული იქნებით ინტერნეტში პირადულობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაში. ასევე, ალბათ გეცოდინებათ Mozilla და ის თუ რისთვის ვიბრძვით — პირადი, საყოველთაოდ გახსნილი და თავისუფალი ინტერნეტისთვის. დროა, ეს ორი გაერთიანდეს.
იხილეთ ფასები და ხელმისაწვდომობა

თქვენი პირადულობა ჩვენი პირობაა
მიიღეთ უსაფრთხოების დამატებითი ზომები ინტერნეტის გამოყენებისას — შინ და გარეთ — Mozilla VPN-ით. მცირეოდენი ყოველთვიური გადასახადით, მაღალი დონის WireGuard® ოქმი დაგიშიფრავთ ინტერნეტკავშირს თქვენს Linux-იან კომპიუტერზე, აგრეთვე სხვა სახის მოწყობილობებზეც, რის შედეგადაც შეძლებთ უყუროთ გადაცემებს, ითამაშოთ, შეიძინოთ საყიდლები და ჩვეული მიზნით გამოიყენოთ ინტერნეტი, იმის გაცნობიერებით რომ ხართ დაცული.
ერთ-ერთი ყველაზე მეტად სანდო სახელი ტექნოლოგიურ სამყაროში, Mozilla ერთგულია თქვენი უსაფრთხოებისა და პირადულობის, ინტერნეტში ყოველი გასვლისას.

რას მოგცემთ Mozilla VPN:
- დაცვა 5 მოწყობილობამდე
- წვდომა სერვერებთან 30+ ქვეყანაში
- მოწყობილობის დონეზე დაშიფვრა
- შეუზღუდავი გამტარუნარიანობა
- ინტერნეტში მოქმედებები არ აღირიცხება, არც ახლა და არც არასდროს

დარჩით დაცული მაშინაც კი, როცა საჯარო WiFi გესაჭიროებათ
ზოგჯერ საჯარო WiFi ერთადერთი და საუკეთესო გამოსავალია. Mozilla VPN საშუალებას გაძლევთ, თავისუფლად შეხვიდეთ თქვენს ელფოსტაზე აეროპორტიდან, ჩაასწოროთ პაროლები კაფედან — და აკეთოთ ის, რასაც ჩვეულებრივ სახლში აკეთებთ აუღელვებლად.

უსაფრთხოება, მხოლოდ 1 დაწკაპებით
Mozilla VPN უმარტივესი გამოსაყენებელია. შეეხეთ ღილაკს და თქვენი კავშირი დაიშიფრება, თან IP-მისამართიც დაიფარება თქვენს iPhone-ზე ან iPad-ზე, მაღალი დონის WireGuard® ოქმით.

მიუერთდით 500+ სერვერს 30 განსხვავებულ ქვეყანაში
Mozilla VPN საშუალებას გაძლევთ თქვენი Linux-იანი კომპიუტერის მდებარეობად მიუთითოთ 30+ ქვეყანა, რაც გზას გაგიხსნით, ჯერ არნახულ მასალებთან, მთელი მსოფლიოდან.

კავშირი 5 მოწყობილობამდე
ერთი ხელშეკრულებით, შეგიძლიათ Mozilla VPN მიიღოთ 5 სხვადასხვა მოწყობილობაზე, ისეთი სისტემებისთვის, როგორებიცაა Linux, Windows, Android, Mac, ასევე iOS iPhone-სა და iPad-ზე.

უსწრაფესი, შეუზღუდავი გამტარუნარიანობა
ითამაშეთ, უყურეთ ფილმებსა და გადაცემებს, იმოგზაურეთ ინტერნეტში უსწრაფესი სიჩქარითა და გამტარუნარიანობის შეუზღუდავად — Mozilla VPN უსაზღვროა.

თქვენი მონაცემები თქვენ გეკუთვნით
ზოგი VPN აღრიცხავს თქვენს მოქმედებებს თავიანთ სერვერებზე. Mozilla VPN არათუ თვალს არ გადევნებთ ინტერნეტში — არამედ სწორედ ესაა ის მთავარი რამ, რისთვისაც ჩვენი კომპანია იბრძვის.