ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

მართეთ საკუთარ მონაცემთა პირდაპირი აღრიცხვის პარამეტრები

თქვენი პირადულობის ხელშეუხებლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს Mozilla. პირდაპირი გზით აღრიცხვისა და კვლევის ჩვენი პლატფორმა, სახელწოდებით Glean, ითვალისწინებს ჩვენ მიერვე დაწესებულ მაღალ მოთხოვნებს მონაცემთა შეზღუდულად შეგროვებისთვის.

Mozilla იყენებს Glean-ს საიტის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზოგიერთ mozilla.org ვებგვერდიდან, რომ დავრწმუნდეთ, სათანადოდ მიეწოდება თუ არა მომხმარებელს ჩვენი მომსახურება. Glean არ უზიარებს არაფერს გარეშე მხარეებს. თითოეული აღრიცხული მონაცემი მკაცრად მოწმდება. შესაგროვებელი ინფორმაციის ცალკეული სახეობების შესახებ დაწვრილებით იხილეთ Glean-სიტყვარში. თუ რა გზით ვამუშავებთ და ვაზიარებთ თქვენს მონაცემებს Mozilla ვებსაიტებზე, გაეცნობით საიტების, ურთიერთკავშირისა და ფუნთუშების პირადულობის განაცხადში.

თუ მაინც გსურთ მონაცემთა პირდაპირ აღრიცხვაზე უარის თქმა, შეგიძლიათ მიუთითოთ ქვემოთ. გამოთიშვის ღილაკზე დაწკაპებით ჩაემატება შესაბამისი პარამეტრის ფუნთუშა, რომელიც არ მისცემს საშუალებას Glean-ს, რომ გაგზავნოს მონაცემები ჩვენი ვებგვერდების მონახულებისას. ამ ფუნთუშის ვადაა 1 წელიწადი.

მიმდინარე მითითება:

თუ გადაიფიქრებთ, კვლავ შეგეძლებათ მონაწილეობა აქედან: