პირად მონაცემთა დაცვის საფუძვლები

ეს ხუთი პრინციპი Mozilla-ს ძირითადი დებულებებიდან მომდინარეობს და გაცნობებთ, თუ როგორ:

  • ვქმნით ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებებს
  • ვიყენებთ მომხმარებელზე შეგროვებულ მონაცემებს
  • ვარჩევთ პარტნიორებს და ვთანამშრომლობთ მათთან
  • ვაყალიბებთ ჩვენს ზოგად ხედვებს და საქმიანობის მიმართულებებს
  1. არავითარი მოულოდნელობები

    მონაცემების გამოყენება და გაზიარება ხდება გამჭვირვალედ და მომხმარებლისთვის სარგებლის მოტანის მიზნით.

  2. მართვის სადავეები, მომხმარებლის ხელშია

    ვქმნით პროდუქტებს საუკეთესო მიდგომით, რომელიც გულისხმობს მომხმარებლისთვის, საკუთარი მოქმედებების და მონაცემების, თავისი ნება-სურვილით განკარგვის საშუალების მიცემას.

  3. შეზღუდული მონაცემები

    ვაგროვებთ, მხოლოდ იმას რაც საჭიროა, ვფარავთ ვინაობას, სადაც კი შესაძლებელია და ვშლით მაშინვე, როცა საჭირო აღარაა.

  4. გონივრული პარამეტრები

    გააზრებულად დაცული წონასწორობა, უსაფრთხოებასა და მომხმარებლის სურვილებს შორის.

  5. სიღრმისეული დაცვა

    გთავაზობთ მრავალდონიან უსაფრთხოებას, მართვის და სარგებლობის უფლებით, რომლის შედეგიანობაც, საჯაროდაა დამტკიცებული.