ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

ბრაუზერების ისტორია

მსოფლიო ისტორია სავსეა ლეგენდარული ბრძოლებით, დამპყრობელი მტარვალებით, დამარცხებისთვის განწირული გმირებით. არც ბრაუზერების ისტორია არ განსხვავდება დიდად. ახალბედა უნივერსიტეტელებმა დაწერეს მარტივი პროგრამა, რომელმაც წარმოშვა საინფორმაციო რევოლუცია, მასთან ერთად კი ბრძოლა, უპირატესობისა და მომხმარელების მოსაპოვებლად.

ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

ვებსივრცის წინარე ხანა

1950-იანებში კომპიუტერები მთელ ოთახს იკავებდა და დღევანდელ ჯიბის კალკულატორებზე სულელი იყო. მაგრამ განვითარება დაჩქარდა და 1960-იანებისთვის უკვე რთული პროგრამების გაშვებაც შეეძლო. მთავრობებმა და უნივერსიტეტებმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იფიქრეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ეს მანქანები ერთმანეთში საუბარსაც შეძლებდა, ამიტომ დაიწყეს ზრუნვა ურთიერთთანამშრომლობისა და სამეცნიერო გარღვევებისთვის.

ARPANET იყო პირველი წარმატებული ქსელური პროექტი და 1969 წელს პირველი შეტყობინება გაიგზავნა ლოს-ანჯელესში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის (UCLA) კომპიუტერიდან ასევე კალიფორნიაში მდებარე სტენფორდის კვლევით ინსტიტუტში (SRI).

ამან ხელი შეუწყო კომპიუტერულ ქსელებში დიდ გარდატეხას. ჩამოყალიბდა ახალი სახის ხაზები, მსოფლიო მასშტაბით დაუკავშირდა ერთმანეთს უნივერსიტეტები და კვლევითი ცენტრები. მაგრამ მომდევნო 20 წლის განმავლობაში ინტერნეტი არ ყოფილა საჯაროდ ხელმისაწვდომი. შეზღუდული იყო საუნივერსიტეტო, სამთავრობო მკვლევარების, სტუდენტების მიერ მოხმარებისთვის და კერძო დაწესებულებებში გამოსაყენებლად. ათობით პროგრამაც არსებობდა ინფორმაციის სატელეფონო კავშირგაბმულობით გადასაცემად, მაგრამ მარტივად სარგებლობისთვის არცერთი არ იყო განკუთვნილი. ნამდვილი ღია ინტერნეტი და პირველი ვებბრაუზერი არ შექმნილა 1990 წლამდე.

ვებსივრცის ხანა

კომპიუტერული ტექნოლოგიების ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნერს-ლიმ შექმნა პირველი ვებსერვერი და გრაფიკული ვებბრაუზერი 1990 წელს, როცა მუშაობდა შვეიცარიაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN). მან ინტერნეტში გასასვლელ თავის ახალ ფანჯარას უწოდა „WorldWideWeb“. იგი წარმოადგენდა მარტივი გამოყენების გრაფიკულ გარსს NeXT-კომპიუტერისთვის. პირველად დაუკავშირდა ტექსტური დოკუმენტები ბმულებით ერთმანეთს საჯარო ქსელის მეშვეობით — ვებსივრცით, როგორც დღეს მას ვიცნობთ.

ერთი წლის შემდეგ ბერნერს-ლიმ სთხოვა ᲪᲔᲠᲜᲘᲡ მათემატიკის სტუდენტს ნიკოლა პელოუს, დაეწერა Line Mode Browser, პროგრამა კომპიუტერული ძირითადი ტერმინალებისთვის.

1993 წლისთვის ვებსივრცე უკვე ყველაფერს მოედო. უნივერსიტეტებმა, მთავრობებმა და კერძო დაწესებულებებმა კარგად დაინახეს ღია ინტერნეტის შესაძლებლობები. ყველას გაუჩნდა ახალი პროგრამების მოთხოვნილება მასთან წვდომისთვის. იმავე წელს შეიქმნა Mosaic, სუპერკომპიუტერული აპლიკაციების ეროვნულ ცენტრში (NCSA), ილინოისის ურბანა-შამპეინის უნივერსიტეტში, კომპიუტერული ტექნოლოგიების მეცნიერის, მარკ ანდრისენის მიერ. ეს იყო ყველაზე ადრინდელი პოპულარული ბრაუზერი, რომლის შთამომავალიცაა Mozilla Firefox.

NCSA Mosaic ეშვებოდა Windows-კომპიუტერებზე, იყო მარტივად გამოსაყენებელი და ყველა კომპიუტერის მფლობელს აძლევდა იმ დროინდელ ვებგვერდებთან, სასაუბროებსა და სურათების ბიბლიოთეკებთან წვდომის საშუალებას. მომდევნო წელს (1994) ანდრისენმა დააარსა Netscape და საჯაროდ გამოუშვა Netscape Navigator. იგი იყო ფართოდ გავრცელებული წარმატებული ბრაუზერი, განკუთვნილი რიგითი ხალხისთვის. ეს იყო აგრეთვე პირველი ნაბიჯი, გადადგმული ახალი სახეობის ომის დასაწყებად, მომხმარებლების მოზიდვის საქმეში.

ბრაუზერების ომები

1995 წლისთვის Netscape Navigator არ იყო ერთადერთი საშუალება ინტერნეტთან წვდომისთვის. კომპიუტერული პროგრამების ვეება მწარმოებელმა Microsoft-მა მოიპოვა ძველი Mosaic-ის კოდის ლიცენზია და შექმნა საკუთარი ფანჯარა ვებსივრცეში გასასვლელად, Internet Explorer. მისი გამოშვების შემდეგ გაჩაღდა ომი. Netscape და Microsoft, ორივე მთელი ძალისხმევით მუშაობდა ახალი ვერსიების გამოსაშვებად და მეტოქის სწრაფად ჩამოსატოვებლად უკეთესი პროდუქტის შექმნით.

Netscape-მა შექმნა და გამოუშვა JavaScript, რომელმაც ვებსაიტებს მძლავრი გამოთვლის იქამდე არნახული შესაძლებლობები მიანიჭა. (ასევე მათი ქმნილებაა ბევრისთვის არასასურველი <blink> ჭდე). Microsoft დაუპირისპირდა თანმიმდევრული სტილის ცხრილებით (CSS), რომელიც სტანდარტად იქცა ვებგვერდის იერსახის შემუშავებისთვის.

მართვის სადავეები ცოტა ხელიდან გაიქცა 1997 წელს, როცა Microsoft-მა გამოუშვა Internet Explorer 4.0. გუნდმა ააგო ვეებერთელა „e“ და ჩუმად დადგა Netscape-ის სათავო ოფისთან გაზონზე. Netscape-ის გუნდმა კი სასწრაფოდ წააქცია „e“ და ზემოდან განათავსა საკუთარი თილისმა, დინოზავრი Mozilla.

შემდეგ Microsoft-მა დაიწყო Internet Explorer-ის ჩაშენება საკუთარ Windows-სისტემაში. 4 წელიწადში მოიპოვა ბაზრის 75%, ხოლო 1999 წლისთვის მიაღწია 99%-ს. კომპანია ამ ნაბიჯით გაეხვა ანტიმონოპოლიურ სამართლებრივ დავებში, ხოლო Netscape-მა გადაწყვიტა თავისი კოდის წყარო საჯარო გაეხადა და შექმნა არამომგებიანი Mozilla, რომელმაც თავის მხრივ 2002 წელს წარმოადგინა Firefox. იმის გაცნობიერებამ, რომ ბრაუზერების მონოპოლია არასასურველი იყო მომხმარებლებისა და ღია ვებსივრცისთვის, Firefox აქცია ხალხისთვის თავისუფალი არჩევანის მიწოდების საშუალებად. 2010 წლისთვის, Mozilla Firefox-ისა და სხვების ძალისხმევით, Internet Explorer-ის ბაზრის წილი 50%-მდე შემცირდა.

თანდათან შემოემატა სხვა მეტოქეებიც 90-იანებსა და 2000-იანებში, მათ შორის Opera, Safari და Google Chrome. Microsoft Edge-მ კი ჩაანაცვლა Internet Explorer ახლადგამოსულ Windows 10-ში 2015 წელს.

ვებსივრცით სარგებლობა დღეს

დღესდღეობით, არაერთი გზაა ინტერნეტთან წვდომისთვის. Firefox, Google Chrome, Microsoft Edge, Safari და Opera ძირითადი მოთამაშეებია. ბოლო ათწლეულში ამ სფეროში გამოჩნდა მობილური მოწყობილობებიც, როგორც ინტერნეტით მარტივად და უკეთ სარგებლობის საშუალებები. ამჟამად, ინტერნეტის მომხმარებელთა დიდი ნაწილი სწორედ მობილური ბრაუზერებითა და აპლიკაციებით გადის ქსელში. გავრცელებული ბრაუზერების მობილური ვერსიები ხელმისაწვდომია iOS და Android-მოწყობილობებზე. მართალია, ამგვარი აპები მოსახერხებელია გარკვეული მიზნებისთვის, თუმცა ვებსივრცესთან მეტად შეზღუდული წვდომის შესაძლებლობას იძლევა.

მომავალში ვებსამყარო, სავარაუდოდ, მეტად დაშორდება თავის ფესვებს – ურთიერთდაკავშირებულ ტექსტებს (HyperText), რომ იქცეს უსაზღვრო სივრცედ, რომელშიც მომხმარებელი სრულად ჩაეფლობა. წარმოსახვითი სინამდვილე (Virtual Reality) ათწლეულებია გამოჩნდა (ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა Lawnmower Man გამოვიდა 1992 წელს და Nintendo Virtual Boy შეიქმნა 1995 წელს), მაგრამ ხალხის დიდ ნაწილთან საბოლოოდ ვებსივრცემ მიიტანა. Firefox ახლა უკვე მხარს უჭერს WebVR- და A-Frame-გარსებს, რომელთა მეშვეობითაც შემმუშავებლები სწრაფად და ადვილად შეძლებენ ააგონ წარმოსახვითი სინამდვილის მქონე ვებსაიტები. თანამედროვე მობილური მოწყობილობების უმეტესობა ასევე მხარს უჭერს WebVR-ს, შესაბამისად, მათი დახმარებით, თავისუფლად შეიძლება მუყაოს ჩაფხუტის აწყობა. 3D წარმოსახვითი ვებსამყარო, როგორიც წარმოედგინა სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორს ნილ სტეფანსონს, შესაძლოა, უკვე კარს მოგვადგა. შედეგად, არაა გამორიცხული, არსებული სახის ვებბრაუზერები სრულად გაქრეს და იქცეს ახალ სამყაროში გადასასვლელ ნამდვილ ფანჯარად.

როგორი მომავალიც არ უნდა ჰქონდეს ვებსივრცეს, Mozilla და Firefox დარჩება მომხმარებლებთან, რომ უზრუნველყოს ისინი მძლავრი ხელსაწყოებით ინტერნეტისა და მისი შესაძლებლობების სრულყოფილად გამოყენებისთვის. ვებსამყარო საყოველთაოა და ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი ინტერნეტცხოვრების თავადვე განკარგვა. სწორედ ამიტომ Firefox მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაიცვან საკუთარი პირადულობა და არ ჰყიდის მათს მონაცემებს არავისზე სარეკლამო ან სხვა მიზნებისთვის.

წყაროები

თავად მართეთ თქვენი ბრაუზერი.

ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი