Mozilla VPN
დაიცავით თავი ინტერნეტში Mozilla VPN-ით iOS-ზე
უსაფრთხოდ იმოძრავეთ თქვენს iPhone-ზე ან iPad-ზე ერთი შეხებით, ტექნოლოგიურ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე სანდო სახელის მქონე კომპანიის, Mozilla-ს მეშვეობით.
იხილეთ ფასები და ხელმისაწვდომობა

თქვენი პირადულობა ჩვენი პირობაა
აირიდეთ საფრთხე ჰაკერებისგან და მეთვალყურეებისგან ინტერნეტში — სახლშიც და გარეთ — Mozilla VPN-ით. დაბალი ყოველთვიური გადასახადით, მაღალი დონის WireGuard® ოქმით დაიშიფრება პირადი მონაცემები თქვენს iPhone, iPad და მოწყობილობების უმეტესობაზე, შედეგად შეგეძლებათ გაუშვათ ეთერში გადაცემები, ითამაშოთ, შეიძინოთ საყიდლები და უსაფრთხოდ გამოიყენოთ ინტერნეტი ყოველდღიური საქმისთვის.
როგორც Firefox-ბრაუზერის შემქმნელი და ინტერნეტში პირადულობის დაცვისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მებრძოლი, Mozilla დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თქვენს პირადულობასა და უსაფრთხოებას, ინტერნეტში ყოველი გასვლისას.

რას მოგცემთ Mozilla VPN:
- დაცვა 5 მოწყობილობამდე
- წვდომა სერვერებთან 30+ ქვეყანაში
- მოწყობილობის დონეზე დაშიფვრა
- შეუზღუდავი გამტარუნარიანობა
- ინტერნეტში მოქმედებები არ აღირიცხება, არც ახლა და არც არასდროს

იყავით უსაფრთხოდ, გადაადგილების დროსაც
იყენებთ საჯარო WiFi-ს? არა უშავს. Mozilla VPN საშუალებას მოგცემთ, თავისუფლად შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიში კაფეში, ჩაასწოროთ პაროლები ქუჩიდან — თითქმის ყველაფერი შეგიძლიათ აკეთოთ ჩვეულებრივ თქვენი iPhone-ით ან iPad-ით აუღელვებლად.

1-წკაპით დაკავშირება
Mozilla VPN მარტივი გამოსაყენებელია. შეეხეთ ღილაკს და თქვენი კავშირი დაიშიფრება შენიღბული IP-მისამართით, თქვენს iPhone ან iPad-მოწყობილობაზე, მაღალი დონის WireGuard® ოქმით.

დაუკავშირდით 500+ სერვერს მსოფლიო მასშტაბით
შეიძინეთ ნივთები შვეიცარიიდან. გადით პირდაპირ ეთერში კანადიდან. მოინახულეთ გვერდები ავსტრალიიდან. Mozilla VPN-ით, შეგიძლიათ თქვენი iPhone-ის ან iPad-ის მდებარეობად მიუთითოთ 30+ ქვეყანა და თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება ამაღელვებელი ზღვა მასალა, მთელი მსოფლიოდან.

წვდომა, 5 მოწყობილობამდე
ერთი ხელშეკრულებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ Mozilla VPN სულ 5 სხვადასხვა მოწყობილობაზე, მათ შორის iOS-ის მქონე iPhone-სა და iPad-ზე, აგრეთვე Android, Mac, Windows-სა და Linux-სისტემებზე.

უმაღლესი სიჩქარე. შეუზღუდავი გამტარობა.
ითამაშეთ ინტერნეტში, პირდაპირ ეთერში იხილეთ საყვარელი გადაცემები, იმოგზაურეთ ვებსივრცეში უსწრაფესად. ნუ იღელვებთ გამტარუნარიანობაზე Mozilla VPN-ით — ვინაიდან შეუზღუდავია.

თქვენი მონაცემები დარჩება პირადი. წერტილი.
ზოგი VPN-მომწოდებელი აღრიცხავს თქვენს მოქმედებებს თავიანთ სერვერებზე. Mozilla VPN არა მხოლოდ არ გადევნებთ თვალს ინტერნეტში — არამედ ჩვენ მკაცრად ვეწინააღმდეგებით ამ ყველაფერს. ესაა უმთავრესი, რისთვისაც ჩვენი კომპანია იბრძვის.