Mozilla VPN

დარჩით კავშირზე უსაფრთხოდ, Mozilla VPN-ით Android-სისტემაზე

უსაფრთხოდ იმოძრავეთ თქვენს Android-ტელეფონზე ერთი შეხებით, ტექნოლოგიურ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე სანდო სახელის მქონე კომპანიის, Mozilla-ს მეშვეობით.

იხილეთ ფასები და ხელმისაწვდომობა

30-დღიანი ვადით თანხის დასაბრუნებლად

თქვენი პირადულობა ჩვენი პირობაა

როგორც Firefox-ბრაუზერის შემქმნელი და ინტერნეტში პირადულობის დაცვისთვის მხურვალე მებრძოლი, Mozilla დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თქვენს პირადულობასა და უსაფრთხოებას, ინტერნეტში ყოველი გასვლისას.

იყავით თავდაჯერებული საკუთარი მონაცემების დაცულობაში ჰაკერებისა და მეთვალყურეებისგან — სახლშიც და საჯარო WiFi-ქსელებშიც — Mozilla VPN-ის დახმარებით. ერთი ფინჯანი ყავის ფასად, თქვენი მონაცემები Android-მოწყობილობებზე, დაიშიფრება მაღალი დონის WireGuard® ოქმით. გამოიყენეთ Mozilla VPN გადაცემების ქსელში სანახავად, თამაშებისთვის, ფინანსების განკარგვისთვის, საყიდლებისთვის და ნებისმიერი საქმიანობისთვის ინტერნეტში, უსაფრთხო კავშირით.

რას მოგცემთ Mozilla VPN:

  • დაცვა 5 მოწყობილობამდე
  • წვდომა სერვერებთან 30+ ქვეყანაში
  • მოწყობილობის დონეზე დაშიფვრა
  • შეუზღუდავი გამტარუნარიანობა
  • ინტერნეტში მოქმედებები არ აღირიცხება, არც ახლა და არც არასდროს

იყავით უსაფრთხოდ, გადაადგილების დროსაც

ზოგჯერ უსადენო ინტერნეტი მიუწვდომელია და საჯარო WiFi ერთადერთი გამოსავალია. Mozilla VPN თქვენს Android-მოწყობილობაზე საშუალებას მოგცემთ, აღარ იდარდოთ აეროპორტში ყოფნისას პაროლების შეყვანაზე, ან კუთხის ყავახანაში მოსვენებისას, ინტერნეტში საყიდლების შეძენაზე — უბრალოდ შეეხეთ დაკავშირების ღილაკს და აკეთეთ, რაც მოგესურვებათ.

ერთი შეხებით დაკავშირება

Mozilla VPN-ის Android-ზე გამოყენება უადვილესია. შეეხეთ მიერთების ღილაკს და კავშირი ავტომატურად დაიშიფრება მაღალი დონის WireGuard® ოქმით. სულ ესაა!

500+ სერვერი 30-ზე მეტ ქვეყანაში

Mozilla VPN-ის მეშვეობით, თქვენი Android-ტელეფონის მდებარეობად შეგიძლიათ მიუთითოთ 30+ ქვეყანა. რაც ნიშნავს, რომ ვებგვერდებს იხილავთ, როგორც იმ ქვეყნიდან შემსვლელი. ეს მეტად სახალისო და საინტერესო გზაა, ინტერნეტის ახლებურად აღქმისთვის.

ერთი ხელშეკრულებით 5 მოწყობილობამდე

Mozilla VPN გაძლევთ შესაძლებლობას, დაუკავშიროთ სხვადასხვა სისტემის მქონე 5 მოწყობილობა, მათ შორის Android, iOS, Mac, Windows და Linux. გამოიყენეთ თქვენს ტელეფონზე, კომპიუტერზე, ლეპტოპზე, პლანშეტზე და ა. შ.

უსწრაფესი სიჩქარეები. შეუზღუდავი კავშირი.

ითამაშეთ ინტერნეტში, გაუშვით ფილმები ქსელით და იმოგზაურეთ ვებსივრცეში უსწრაფესი სიჩქარით თქვენს Android-მოწყობილობაზე — შეუზღუდავი გამტარუნარიანობის მეშვეობით.

აღრიცხვების გარეშე. თვალთვალის გარეშე. პირადულობაში ჩარევის გარეშე.

ბევრი VPN-მომწოდებელი აღრიცხავს თქვენს მოქმედებებს თავიანთ სერვერებზე. ჩვენ ასე არ ვიქცევით. Mozilla VPN არასდროს ადევნებს თვალს თქვენს საქმიანობას ინტერნეტში — ეს ეწინააღმდეგება იმ შეხედულებებს, რისთვისაც ჩვენი კომპანია იბრძვის. ჩვენთვის ყველაფერზე უწინარესი და უმაღლესი, თქვენი პირადულობა და უსაფრთხოებაა.