Mozilla VPN

VPN მობილურისთვის Mozilla-სგან

გადმოწერეთ VPN მობილურისთვის Mozilla-სგან

გამოიყენეთ Mozilla VPN

30-დღიანი ვადით თანხის დასაბრუნებლად

მობილურზე ორიენტირებული დღევანდელ მსოფლიოში, ჩვენ მობილურ ტელეფონებსა და მოწყობილობებს ვეყრდებით კომუნიკაციისთვის, გართობისა და მუშაობისთვის. თუმცაღა, VPN-ის გარეშე, თქვენი პირადი ინფორმაცია შესაძლოა, უსაფრთხოებისა და პირადულობის რამდენიმე საფრთხისგან აღმოჩნდეს.

რისთვის მჭირდება VPN მობილურისთვის?

  • Mozilla VPN-ის მობილური აპლიკაცია პატარაა, ასე რომ, იგი არ ხარჯავს თქვენს მეხსიერებას ზედმეტად, არ ანელებს ტელეფონს და არ დაწვავს ბატარეას.
  • თქვენმა ინტერნეტმომსახურების მომწოდებელმა (ISP) შესაძლოა შეამციროს თქვენი გამტარუნარიანობა, თუ ეცოდინებათ, რომ თქვენ უყურებთ ფილმებს, უსმენთ მუსიკას ან უყურებთ ნაკადს.
  • თქვენმა ISP-მა შესაძლოა დაბლოკოს ვებსაიტები ან მომსახურებები, რომლებიც არ მოსწონთ ან საკუთარს კონკურენციას უწევს.
  • ჰაკერებს შეუძლიათ თქვენი პირადი მონაცემები მოიპარონ, როცა იყენებთ საჯარო WiFi-ს, მაგალითად კაფეებსა და აეროპორტებში.

VPN მუშაობს მთელ თქვენს მოწყობილობაზე და არა მხოლოდ ბრაუზერზე, შესაბამისად, თქვენს მობილურ პროგრამებზეც. ხოლო განსხვავებით უფასო VPN-სა და პროქსი საიტებისგან, რომელთაც შესაძლოა თავისი სერვერის საფასურის გადახდა თქვენი თვალთვალითა და ინფორმაციის გაყიდვით, Mozilla არ აწარმოებს ჩანაწერებს, სად დადიხართ და რას აკეთებთ.