Mozilla VPN

VPN iOS/iPad-ზე Mozilla-სგან

ეძებთ VPN-ს iPad-ის დასაცავად? Mozilla VPN არამომგებიანი დაწესებულებისგანაა. გაეცანით, როგორ გიცავთ VPN და რატომ უნდა ენდოთ Mozilla-ს თქვენი პირადულობისა და უსაფრთხოებისთვის.

გამოიყენეთ Mozilla VPN

თუ ფლობთ iPad-ს, ალბათ ბევრ რამეში იყენებთ: ვებსივრცეში სამოგზაუროდ, ვიდეოების სანახავად, თამაშებისთვის, წიგნების საკითხავად და ა.შ. მაგრამ შინ ხართ თუ გარეთ, თქვენს ინტერნეტკავშირს შეუძლია თქვენი პირადი მონაცემები და მდებარეობა გაამჟღავნოს ჰაკერებისთვის, რეკლამის განმთავსებლებისთვის და სხვა გარეშე პირთათვის, რომელთაც შეუძლიათ ფუნთუშებითა და თქვენი IP-ის საშუალებით თვალი გადევნონ.

სწორედ ამიტომ გესაჭიროებათ Mozilla VPN, სწრაფი, საიმედო და ადვილად გამოსაყენებელი VPN-მომსახურება, რომელიც აგარიდებთ ინტერნეტში საქმიანობისას თვალის მდევნებლებს.

რა არის Mozilla VPN?

Mozilla VPN არის წარმოსახვითი კერძო ქსელის მომსახურება, რომელიც შიფრავს თქვენს მიმოცვლილ მონაცემებს ინტერნეტში და მალავს თქვენს IP-მისამართს.

Mozilla VPN-ით შეგიძლიათ მიიღოთ:

  • დაცვა ხუთამდე მოწყობილობისთვის: გამოიყენეთ Mozilla VPN თქვენს iPad-სა და ოთხამდე მოწყობილობაზე ერთი ხელშეკრულებით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Windows, macOS, Linux, iPhone და Android-ზე.
  • სერვერებთან წვდომა 30+ ქვეყანაში: შეგიძლიათ აირჩიოთ 500-ზე მეტი სერვერიდან, მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, ინტერნეტთან დასაკავშირებლად. ეს მოგცემთ მეტ შესაძლებლობებსა და მოქნილობას სასურველ შიგთავსთან წვდომისთვის.
  • მიმოცვლილი მონაცემების დაშიფვრა მოწყობილობის დონეზე: Mozilla VPN შიფრავს თქვენს მონაცემებს მოწყობილობის დატოვებამდე, არა მხოლოდ ბრაუზერის, არამედ აპების, თამაშებისა და ეთერში გადაცემის მომსახურებების შემთხვევაშიც. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Mozilla VPN იმ რეკლამებისა და მეთვალყურეების შესაზღუდად, რომლებიც საფრთხეს უქმნის თქვენს პირადულობას.
  • ინტერნეტსაქმიანობის არავითარი აღრიცხვა: Mozilla არ აგროვებს მონახულებული საიტების ინფორმაციას და არ იკვლევს თქვენს კავშირებს.
  • უსაფრთხოების შეგრძნება საჯარო WiFi-ით სარგებლობისას: ღია WiFi-ქსელთან მიერთებისას, როგორებიცაა კაფეში ან აეროპორტში, თქვენს მიმოცვლილ მონაცემებში შესაძლოა ჰაკერები ან სხვა მავნებლები ჩაეჭრნენ. Mozilla VPN შიფრავს თქვენს მონაცემებს, რომ ვერავინ შეძლოს თქვენს ინტერნეტსაქმიანობაში ცხვირის ჩაყოფა.

Mozilla VPN-ს უზრუნველყოფს Mozilla Foundation, არამომგებიანი დაწესებულება, რომლის შექმნილიცაა Firefox, ერთ-ერთი მეტად გავრცელებული პირადულობის უზრუნველმყოფი ბრაუზერი მსოფლიოში. Mozilla VPN-ის არჩევით თქვენ მხარს უჭერთ ჩვენს მიზანს, შევინარჩუნოთ ინტერნეტი გახსნილი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი.