Mozilla VPN
დარჩით კავშირზე უსაფრთხოდ, Mozilla VPN-ით სისტემაზე Windows 10
სრულად დაიცავით კომპიუტერი წარმოსახვითი კერძო ქსელით (VPN), რომელსაც გთავაზობთ Mozilla, ინტერნეტში ციფრული პირადი მონაცემების დაცვისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მოთავე, 1998 წლიდან.
იხილეთ ფასები და ხელმისაწვდომობა

თქვენი პირადულობა ჩვენი პირობაა
თქვენ იმსახურებთ ინტერნეტში უსაფრთხოებას, ნებისმიერ დროსა და ადგილას. Mozilla VPN, საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ საჯარო WiFi, ჰაკერებისა და ინტერნეტის ცნობისმოყვარე მომწოდებლების არიდებით. ჩვენი VPN მარტივად გამოსაყენებელია, მუშაობს Windows 10-ზე (ასევე, ნებისმიერ სხვა მოწყობილობაზეც) და არ ანელებს კავშირს. რაც მთავარია, ამ VPN-ს გთავაზობთ Mozilla, დაცული WireGuard® ოქმით, შესაბამისად გეცოდინებათ, რომ თქვენი მონაცემები დაშიფრულია და თქვენს მოქმედებებს არავინ აღრიცხავს. უბრალოდ დახვეწილი, მძლავრი VPN, რომელიც გიცავთ.

რას მოგცემთ Mozilla VPN:
- მოწყობილობის დონეზე დაშიფვრა
- მძლავრი სერვერები 30+ ქვეყანაში
- შეუზღუდავი გამტარუნარიანობა
- ინტერნეტში მოქმედებები არ აღირიცხება, არც ახლა და არც არასდროს
- კავშირი 5 მოწყობილობამდე

შეინარჩუნეთ პირადულობა საჯარო WiFi-ზეც
Mozilla VPN იცავს თქვენს ინტერნეტკავშირს თვალთვალისგან, ასე რომ თქვენი საქმე შეგიძლია აკეთოთ ყველგან — აეროპორტში, საერთო საცხოვრებელში, კაფეში — და თან არ იღელვოთ პირადულობაზე ინტერნეტში.

დაცვა ღილაკზე ერთი დაჭერით
Mozilla VPN შიფრავს თქვენს ინტერნეტკავშირს და ფარავს თქვენს IP-მისამართს მეთვალყურეებისგან თქვენს სამაგიდო და პორტატულ კომპიუტერებზე მაღალი დონის WireGuard® ოქმის გამოყენებით.

სერვერებთან წვდომა მთელ მსოფლიოში
500+ სერვერით 30 ქვეყანაში, შეგეძლებათ აკეთოთ რაც მოგესურვებათ და რაც გესაჭიროებათ ინტერნეტში — გვერდების მონახულება, საყიდლების შეძენა, სიახლეების გაცნობა — მდებარეობის მითითებით მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილში.

ერთი ხელშეკრულება ყველა მოწყობილობისთვის
Mozilla VPN გამოწერა მოგცემთ შეუზღუდავ წვდომას ჩვენს VPN-მომსახურებაზე 5 მოწყობილობამდე Windows-ზე (მათ შორისაა Windows 10), macOS, Linux, Android და iOS სისტემებზე.

შეუზღუდავი გამტარუნარიანობა
ეთერში გაშვება, თამაში, საყიდლები, ინტერნეტში მოგზაურობა უსწრაფესი სიჩქარით. შეუზღუდავი მოცულობით და გამტარუნარიანობის ზღვრების გარეშე, Mozilla VPN არ შეგაფერხებთ.

თქვენი პირადულობა ჩვენთვის უმთავრესია
Mozilla არ აჩერებს მუშაობას ინტერნეტის გაუმჯობესებისთვის, სადაც პირადი მონაცემების დაცვა, უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, Mozilla VPN არ აგროვებს მონაცემებს თქვენზე ან თქვენს მოქმედებებზე ინტერნეტში — როგორც ჩვენი ყველა სხვა პროდუქტი.