Mozilla VPN
დაიცავით თქვენი კავშირები ინტერნეტში Mozilla VPN-ით Mac-ზე
იქნება ეს სამაგიდო Mac-კომპიუტერი, ლეპტოპი, iPad თუ iPhone, სრულად დაიცავით თქვენი მოწყობილობა ჰაკერებისა და მეთვალყურეებისგან VPN-ით, რომელსაც გთავაზობთ Mozilla, ინტერნეტში უსაფრთხოებაზე ზრუნვის ერთ-ერთი წამომწყები 1998 წლიდან.
იხილეთ ფასები და ხელმისაწვდომობა

თქვენი პირადულობა ჩვენი პირობაა
მუშაობისას თუ დასვენებისას იგრძენით თავი უსაფრთხოდ ინტერნეტში, ნებისმიერი საქმის კეთებისას. Mozilla VPN დაგეხმარებათ, მოხერხებულად გამოიყენოთ საჯარო WiFi თქვენი კავშირების დაცვით ჰაკერებისა და ინტერნეტის მომწოდებლის მხრიდან ჩარევისგან. პირადულობა ერთი წკაპით ხელმისაწვდომია Mac-სა და iOS-ზე, (ისევე როგორც სხვა სისტემებზე: Windows 10, Linux და Android), ამასთანავე, არ იმოქმედებს თქვენს სიჩქარეზე. და ვინაიდან VPN Mozilla-სგან აღჭურვილია WireGuard® ოქმით, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, თქვენი მოქმედებები არ აღირიცხება და დარჩება პირადი — მუდამ.

რას მოგცემთ Mozilla VPN:
- მოწყობილობის დონეზე დაშიფვრა
- მძლავრი სერვერები 30+ ქვეყანაში
- შეუზღუდავი გამტარუნარიანობა
- ინტერნეტში მოქმედებები არ აღირიცხება, არც ახლა და არც არასდროს
- კავშირი 5 მოწყობილობამდე

იყავით უსაფრთხოდ დაუცველ WiFi-ზეც
გადით ინტერნეტში აუღელვებლად საჯარო WiFi-ს გამოყენების დროსაც Mozilla VPN-ის მეშვეობით. იგი დაიცავს თქვენს ინტერნეტკავშირს და თქვენი პირადი მონაცემები უხილავი დარჩება ჰაკერებისა და სხვა ცნობისმოყვარეებისგან.

ხელთ იქონიეთ პირადულობა
Mozilla VPN-ის მეშვეობით თქვენი ინტერნეტკავშირი იშიფრება და IP-მისამართი იფარება ჰაკერებისა და ინტერნეტის ცნობისმოყვარე მომწოდებლებისგან WireGuard® მაღალი დონის ოქმის დახმარებით.

სერვერებთან წვდომა მთელ მსოფლიოში
მიუთითეთ თქვენი Mac-ის მდებარეობად 500+ სერვერიდან რომელიმე 30+ ქვეყანაში. შედეგად შეძლებთ იხილოთ ახალი ამბები, შესაძენი ნივთები და გადაცემები მსოფლიოს თითქმის ნებისმიერი კუთხიდან.

დაიცავით 5 მოწყობილობა ერთი ხელშეკრულებით
თქვენი კომპიუტერი, პლანშეტი და სმარტფონი იმსახურებს უსაფრთხოებას. გამოიყენეთ Mozilla VPN, რომ დაიცვათ 5 ერთეულამდე Mac და iOS-მოწყობილობა (აგრეთვე Windows, Linux და Android).

სიჩქარის შეწირვის გარეშე
შეუზღუდავი მონაცემები და გამტარუნარიანობა გულისხმობს, რომ შეგიძლიათ ჩვეულებრივ იმოგზაუროთ ინტერნეტის ნებისმიერ წერტილში — მაღალი დონის დაცვით.

ინტერნეტით რასაც აკეთებთ, თქვენი საქმეა
მშვიდად იყავით Mozilla VPN-ით სარგებლობისას. თქვენი ინფორმაცია იშიფრება, თქვენი მოქმედებები არასდროს აღირიცხება და თქვენი პირადი მონაცემები მუდამ დაცული იქნება. ეს ჩვენი პირობაა.