სასარგებლოა ინტერნეტისთვის.
სასარგებლოა მთელი მსოფლიოსთვის.

Mozilla არაა პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ჩვეულებრივი კომპანია. ჩვენ ვართ გლობალური საზოგადოება, რომლის მიზანიც თავისუფალი, ღია კოდების პროგრამები და ტექნოლოგიები, რათა ინტერნეტმა სასიკეთო შედეგები გამოიღოს ყველგან და ყველასთვის. ჩვენ ვართ პროგრამისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, ტესტერები და თანამზრახველები მთელი მსოფლიოდან და ერთობლივად ვმუშაობთ, რათა შევინარჩუნოთ ინტერნეტის, როგორც საზიარო საზოგადო რესურსის, როლი. გვჯერა, რომ ღია სტანდარტები უზრუნველყოფს არჩევანის შესაძლებლობებს და სიახლეებს და რომ ნებისმიერ ადამიანს მთელს მსოფლიოში ინტერნეტის უსაფრთხო და სწრაფი წვდომის უფლება გააჩნია.

მრავალი ჯილდოს მფლობელი ჩვენი ღია კოდების პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიებს უფასოდ ვთავაზობთ ნებისმიერ მსურველს 40-ზე მეტ ენაზე.

Mozilla-ს სათაო ოფისი განთავსებულია მაუნტინ ვიუვში, კალიფორნია რეგიონული ოფისებით ოკლენდში, პეკინში, კოპენჰაგენში, პარიზში, ტოკიოსა და ტორონტოში.