ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

თქვენი ნიჭი მეტად საჭიროა უკეთესი ინტერნეტისთვის

Mozilla არის არამომგებიანი დაწესებულება, რომელიც იღწვის ინტერნეტის გახსნილობისა და საყოველთაობის უზრუნველსაყოფად. და ჩვენ გვესაჭიროება თქვენი დახმარება. ჩვენს ერთობაში გაწევრიანებით შეძლებთ წაახალისოთ სიახლეები, აამაღლოთ პასუხისმგებლობა, ნდობა და აქციოთ ინტერნეტი ყველასთვის სასარგებლო სივრცედ.

როგორ შეგიძლიათ მონაწილეობა…

თარგმნეთ მასალები

ინტერნეტი მხოლოდ მაშინ იქნება საყოველთაო, თუ ყველა შეძლებს მის გაგებას. დაგვეხმარეთ, ვთარგმნოთ Mozilla-პროდუქტები და ვებსაიტები თქვენს ადგილობრივ ენაზე.

შეიტანეთ წვლილი Mozilla-ს კოდში

იზრუნეთ Mozilla-პროდუქტების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სახის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებით.

მარტომ ან ჯგუფურად

დაგვეხმარეთ გავხადოთ Mozilla-პროდუქტები ადვილად გამოსაყენებელი. უპასუხეთ „დახმარების მთხოვნელი“ ხალხის შეკითხვებს Mozilla-ს მხარდაჭერის ფორუმებში მონაწილეობით.

შემოუერთდით ერთობას

გსურთ მეტად ჩაერთოთ Mozilla-ერთობაში? გაეცანით მოხალისეობის ყველა გზასა და საშუალებას ჩვენი ერთობის გვერდზე.

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ინტერნეტის საერთაშორისო საჯარო რესურსად შენარჩუნება, მისი გახსნილობა და საყოველთაო ხელმისაწვდომობა. ინტერნეტი, რომელიც მართლაც ხალხს აყენებს ყველაფერზე წინ, სადაც პიროვნებებს თავად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება და არიან უფლებამოსილნი, დაცულნი და დამოუკიდებელნი.

შექმნილია თქვენნაირი, გულმხურვალე ადამიანებისგან

როცა წვლილი შეგაქვთ Mozilla-ში, ხდებით ნაწილი საერთაშორისო ერთობის მთელი მსოფლიოდან იმ ადამიანებისა, რომელთაც სჯერათ, რომ ჩვენი საზრუნავია ინტერნეტის სასარგებლო რესურსად შენარჩუნება.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთად საქმის კეთება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი, სიახლეებითა და პასუხისმგებლობით აღსავსე ინტერნეტის შესაქმნელად მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ხარ თუ არა გამოცდილი ტექნიკურ საკითხებში, ხალხის შეკრებაში ანდა თუ მხოლოდ კომპიუტერი და თავისუფალი დრო გაგაჩნიათ, მაინც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ინტერნეტის უკეთეს გარემოდ გარდაქმნაში.

დახმარების მიღება

Mozilla-ს ჰყავს ცალკე გუნდი მოხალისეების, რომლებიც დაგეხმარებათ იმ დაბრკოლებების გადალახვაში, რომელთაც შეიძლება წააწყდეთ.

ხარვეზებია ვებგვერდთან დაკავშირებით?

თუ შეამჩნიეთ, რომ ვებსაიტი განსხვავებულად იხსნება სხვადასხვა ბრაუზერში, შესაძლოა აღმოაჩინეთ თავსებადობის ხარვეზი. ვისურვებით, გვაცნობოთ ამის შესახებ!