ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

Mozilla ძირითადი დებულებების დანართი

განაცხადი ინტერნეტის სიჯანსაღის შესახებ

საყოველთაო და გახსნილი ინტერნეტი არის ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე მძლავრი საშუალება ურთიერთკავშირისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის. მისი მეშვეობით შესაძლებელია კაცობრიობის განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი მიზნების ხორცშესხმა. იგი გზას უხსნის შემეცნებას, ურთიერთდახმარებაზე აგებული ადამიანური გარემოს შექმნასა და იმ დაბრკოლებების გადალახვას, რომელთაც ხალხი ყველგან აწყდება.

უკანასკნელ ათწლეულში ჩვენ ვიხილეთ ამ ყველაფრის არაერთი გამოვლინება. აგრეთვე, კარგად ვნახეთ, თუ რა ძალა აქვს ინტერნეტს განხეთქილების წარმოქმნაში, ურთიერთდაპირისპირების, ძალადობის, შუღლის გაღვივებაში და როგორ შეიძლება მისით საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ზემოქმედება. ამასთანავე, ჩვენ ვისწავლეთ, რომ უფრო მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მისწრაფებები, ინტერნეტის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით. ასეც ვიქცევით.

  1. ჩვენ ვიღწვით ისეთი ინტერნეტის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც სრულად მოიცავს დედამიწის თითოეულ მოსახლეს — სადაც ცალკეული პიროვნებების ინტერნეტთან წვდომადობას, შესაძლებლობებსა და ხარისხს არ განსაზღვრავს მათი საცხოვრებელი ადგილი.
  2. ჩვენ ვიღწვით ისეთი ინტერნეტის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის აზრთა თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას, კეთილშობილურ ურთიერთობებსა და პიროვნების თვითდამკვიდრებას საზოგადოებაში.
  3. ჩვენ ვიღწვით ისეთი ინტერნეტის მხარდასაჭერად, რომელიც აამაღლებს კრიტიკულ აზროვნებას, დასაბუთებული შეხედულებებით მსჯელობას, ცოდნის გაზიარებასა და გადამოწმების ან დამტკიცების შესაძლებლობის მქონე ფაქტების გამოყენებას.
  4. ჩვენ ვიღწვით ისეთი ინტერნეტისთვის, რომელიც გააუმჯობესებს ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებს ადამიანთა განსხვავებულ ჯგუფებს შორის, საერთო საზოგადოებრივი სიკეთეების შესაქმნელად.

ჩვენი 10 დებულება

  1. დებულება 1

    ინტერნეტი არის თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი — მთავარი შემადგენელია განათლების, ურთიერთობის, თანამშრომლობის, საქმიანობის, გართობისა და მთლიანად საზოგადოებრივი ცხოვრების.

  2. დებულება 2

    ინტერნეტი საერთაშორისო საჯარო რესურსია, რომელიც უნდა დარჩეს გახსნილი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი.

  3. დებულება 3

    ინტერნეტი უნდა იყოს სასარგებლო, თითოეული ადამიანის ცხოვრებისთვის.

  4. დებულება 4

    ინტერნეტში უსაფრთხოება და პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა წარმოადგენს ადამიანის ძირითად უფლებებს და ვერ ჩაითვლება მეორეხარისხოვნად.

  5. დებულება 5

    ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოარგონ ინტერნეტი საკუთარ სურვილებს.

  6. დებულება 6

    ინტერნეტის, როგორც საჯაროდ ხელმისაწვდომი საშუალებების ერთობლიობის სარგებლიანობა განისაზღვრება თავსებადობის დონით (ოქმების, მონაცემთა სახეების, შიგთავსის), დანერგილი სიახლეებითა და მონაწილეების დამოუკიდებლობის ხარისხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

  7. დებულება 7

    უფასო და ღია წყაროს პროგრამებს წვლილი შეაქვს ინტერნეტის, როგორც საჯარო რესურსის მშენებლობაში.

  8. დებულება 8

    გამჭვირვალე, ერთობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო ზრდის მონაწილეობის სურვილს, პასუხისმგებლობასა და ნდობას.

  9. დებულება 9

    კომერციულ ჩართულობას ინტერნეტის შენებაში, მეტი სარგებელი მოაქვს; წონასწორობის შენარჩუნება კი ფინანსურ მოგებასა და საზოგადოებრივ მოგებას შორის გადამწყვეტია.

  10. დებულება 10

    ინტერნეტის სარგებლიანობის გაზრდა არის ის მნიშვნელოვანი მიზანი, რომლისკენაც ღირს დროის, ყურადღების და გონებრივი ძალისხმევის მიმართვა.