მნიშვნელოვანი ცვლილება Firefox-ში: განცალკევებული პროფილები

როგორც ჩვენ ვამჩნევთ, თქვენ კომპიუტერში დაყენებული და გახსნილი გაქვთ Firefox-ის ძველი ვერსია. საჭიროა მოქმედება.

რა შეიცვალა

აქამდე, ერთ სისტემაზე დაყენებული Firefox-ის ყველა ვერსია, ნაგულისხმევად იზიარებდა ერთსა და იმავე პროფილს. ახლა უკვე, Firefox-ის თითოეული ვერსიის დაყენებისას (მათ შორის Firefox Nightly, Firefox Beta ან Firefox ESR), შემოთავაზებული იქნება ცალკე პროფილი. შედეგად, მეტად მოსახერხებელი გახდება ერთ კომპიუტერზე დაყენებული Firefox-ის, სხვადასხვა ვერსიებზე გადართვა.

როგორ მუშაობს განცალკევებული პროფილები

Firefox ინახავს მონაცემებს, მათ შორის სანიშნებს, პაროლებსა და მომხმარებლის პარამეტრებს, ფაილების კრებულის სახით, რომელსაც ეწოდება პროფილი. ეს პროფილი ინახება Firefox-პროგრამის ძირითადი ფაილებისგან გამოყოფილ ადგილას.

რისი გაკეთება მოგიწევთ