ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

შევადაროთ Firefox-ბრაუზერი და Microsoft Internet Explorer

ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

მაშინ როცა Microsoft-ის Internet Explorer ჯერ კიდევ მოჰყვება Windows-იანი კომპიუტერების უმეტესობას, Microsoft მკაფიოდ გირჩევთ გადახვიდეთ Edge-ბრაუზერზე, რომელიც ყენდება ნაგულისხმევად, შეძენისთანავე.

Microsoft-მა შეწყვიტა მისი Internet Explorer-ის ბრენდზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ, განახლებული Edge-ბრაუზერის წარმოსადგენად Windows 10-ისთვის. თუმცაღა, Edge-თან შეგუების სირთულიდან გამომდინარე, Internet Explorer-ს ჯერ კიდევ დარჩა სასიცოცხლო სივრცე, განსაკუთრებით დაწესებულებებში არსებული შეუთავსებლობების გამო.

აქ ჩვენ შევადარებთ Firefox-ბრაუზერს და Internet Explorer-ს უსაფრთხოების, სარგებლიანობისა და მოქნილობის კუთხით. დაგეხმარებით განსხვავებების გამორკვევაში, თუ როგორ გამოირჩევა თანამედროვე ბრაუზერი, მათ შორის Firefox, რომელიც აკმაყოფილებს ვებსივრცის არსებულ მოთხოვნებს იმ ბრაუზერისგან, რომელსაც შესაძლოა იყენებთ საქმის საჭიროებიდან გამომდინარე ან რთულად დასაძლევი ძველი ჩვევების გამო.

უსაფრთხოება და პირადულობა

უსაფრთხოება და პირადულობა Firefox Internet Explorer
პირადი თვალიერების რეჟიმი დიახ დიახ
გარეშე მეთვალყურეების ფუნთუშების თავისთავად შეზღუდვა დიახ დიახ
კრიპტოვალუტის გამომმუშავებლების შეზღუდვა დიახ არა
სოცქსელის მეთვალყურეების შეზღუდვა დიახ არა

თუ ჯერ კიდევ არ გადასულხართ Internet Explorer-იდან, დაუცველობის საფრთხე საკმარისი მიზეზია თქვენს დასარწმუნებლად. თავად Microsoft-ის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა გააფრთხილა მილიონობით ადამიანი, რომელიც აგრძელებს Internet Explorer-ს მთავარ ბრაუზერად გამოყენებას, რომ დიდი საშიშროების ქვეშ აგდებენ საკუთარ თავს.

Microsoft აღარ მუშაობს Internet Explorer-ზე, რაც ნიშნავს, რომ უსაფრთხოების საკითხები სრულადაა მიშვებული. Microsoft ასევე პირდაპირ აღიარებს, რომ უსაფრთხოების სისუსტეები თითქმის ყველა ვერსიის Internet Explorer-ს გააჩნია.

მაშინ, რა არის გამოსავალი, თუ თქვენი დაწესებულება ისეთ მოძველებულ პროგრამებს იყენებს, რომლებიც მხოლოდ Internet Explorer-ზე მუშაობს? ჩვენი საუკეთესო რჩევა იქნება, რომ არ აურიოთ თქვენი სამუშაო, პირად საქმეებში. ამისთვის გამოგადგებათ მოძველებული ბრაუზერის მხარდაჭერის გაფართოება Windows-ისთვის. ამ გაფართოებით შეგეძლებათ, წინასწარ შერჩეული ბმულები გახსნათ Internet Explorer-ით, ხოლო სხვა დანარჩენისთვის ისევ Firefox გამოიყენოთ.

ჩამოტვირთეთ Firefox-ბრაუზერი

გამოსადეგი

სარგებლიანობა Firefox Internet Explorer
თვითგაშვების შეზღუდვა დიახ არა
ჩანართებით თვალიერება დიახ დიახ
სანიშნების მმართველი დიახ დიახ
ველების თვითშევსება დიახ დიახ
საძიებო სისტემის პარამეტრები დიახ დიახ
ტექსტის წარმოთქმა დიახ დიახ
კითხვის რეჟიმი დიახ დიახ
მართლწერის შემოწმება დიახ დიახ
გაფართოებები/დამატებები დიახ დიახ
ეკრანის გადაღება ბრაუზერშივე დიახ არა

საგანგაშოა, რომ კომპიუტერებიდან მომავალი მონაცემების 4 – 5% Internet Explorer-ის გავლით მომდინარეობდა 2019 წელს. შეიძლება დიდ ციფრებად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანს უწევს ინტერნეტით მოუხერხებელი სარგებლობა, გვერდების ნელი ჩატვირთვითა და დამუშავების დროით, ასევე გაუმართავად გამოსახული შიგთავსით — და ამას დამატებული ზემოთ განხილული უსაფრთხოების ხარვეზებით.

სინამდვილეში, მიზეზები რატომაც Internet Explorer შეიძლება გამოიყენო, არის შემმუშავებლების მიერ საკუთარი საიტების შემოწმება ძველ ბრაუზერზე ან დაწესებულების კუთვნილი საქმისთვის საჭირო პროგრამებით სარგებლობა, რომლებიც მხოლოდ Internet Explorer-ბრაუზერთან მუშაობს.

მეორე მხრივ, Firefox არის ბრაუზერი, რომელიც ყველაზე ხშირად ახლდება და აღჭურვილია უამრავი გამოსადეგი და საინტერესო შესაძლებლობით, როგორიცაა Pocket, რომელიც გთავაზობთ სასარგებლო მასალას ჩანართის ყოველი გახსნისას. ჩვენი გაერთიანებული ველი ძიებისა და მისამართებისთვის, იგივე Quantum Bar, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, ასევე გაწვდით შემოთავაზებებს, თქვენი არსებული სანიშნების, ჭდეების, ისტორიისა და ხშირად მოძიებული გვერდების საფუძველზე. გარდა ამისა, უფასო Firefox-ანგარიში გაძლევთ წვდომას ყველა თქვენს პარამეტრთან და დანარჩენ Firefox-პროდუქტებთან ნებისმიერ მოწყობილობაზე, შესვლისთანავე. ამასთანავე, დამამშვიდებელია იმის ცოდნა, რომ თქვენი ბრაუზერი მუდმივ რეჟიმში მუშაობს თქვენი პირადი მონაცემების დასაცავად.

ჩამოტვირთეთ Firefox-ბრაუზერი

მოქნილი

მოქნილობა Firefox Internet Explorer
სისტემებთან თავსებადობა დიახ არა
მობილურ სისტემებთან თავსებადობა დიახ არა
დასინქრონება მობილურზე დიახ არა
პაროლების მართვა დიახ დიახ
მთავარი პაროლით დაცვა დიახ არა

სანამ Microsoft სწორ გზაზე დადგებოდა, Internet Explorer იყო ბრაუზერი, რომელიც აღარ იყო მხარდაჭერილი არცერთ iOS-ვერსიაზე და არასდროს ყოფილა ხელმისაწვდომი Android-ზე. რაც ნიშნავს, რომ Windows-იანი ლეპტოპის ან სამაგიდო კომპიუტერის გარეშე, ვერ გექნებოდათ წვდომა თქვენს სანიშნებთან, ისტორიასთან, პაროლებსა და სხვა მონაცემებთან, რომლებსაც ყველა თანამედროვე ბრაუზერი ასინქრონებს მოწყობილობებს შორის.

Firefox მუშაობს ნებისმიერ სისტემაზე, მათ შორისაა Windows, macOS, Linux, Android და iOS. რაც, გულისხმობს, რომ შეგიძლიათ თქვენი მონაცემები დაასინქრონოთ ყველა ამ სისტემაზე. ასე რომ, თუკი გვერდების მოსანახულებლად იყენებთ Windows-იან ლეპტოპს, მისგან მოშორებითაც შეგიძლიათ განაგრძოთ გვერდების თვალიერება, ზუსტად იქიდან სადაც გაჩერდით, თქვენი iPhone ან Android-მოწყობილობის მეშვეობით. ეს უპირატესობა უკვე ჩვეულებრიობადაა ქცეული თანამედროვე ბრაუზერებში, რის დანაკლისსაც მეტად განიცდის Internet Explorer.

ჩამოტვირთეთ Firefox-ბრაუზერი

საერთო შეფასება

იყო დრო, არც ისე შორეულ წარსულში, როცა Internet Explorer ყველაზე გავრცელებული ბრაუზერი იყო მსოფლიოში. დრო შეიცვალა და შესაბამისად ტექნოლოგიებიც, თუმცა სამწუხაროდ, Internet Explorer ერთ ადგილზე გაიყინა. Microsoft თავადვე მოუწოდებს ღიად მომხმარებლებს, შეწყვიტონ Internet Explorer-ით სარგებლობა და გამოიყენონ მათი ახალი, Chromium-ზე დაფუძნებული Edge-ბრაუზერი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა აირჩიოთ სანდო, პირადული ბრაუზერი, გამოცდილი საუკეთესო მომსახურების მიწოდებაში, სხვადასხვა მოწყობილობაზე. გვერდიგვერდ დაყენებისას, შესადარებელი არც არაფერია. Firefox უპირობო გამარჯვებულია ყველა განხილულ კატეგორიაში. თუ მოხვდებით ბებიის სახლში და მოგიწევთ ჩართოთ Internet Explorer, შეიძლება მოგინდეთ დასდოთ პატივი და გადმოწეროთ Firefox მისთვის.

აქ მოყვანილი შედარებები გაკეთდა, საწყისი პარამეტრებით გამართული ბრაუზერების შემდეგ გამოშვებებზე:
Firefox (81) | Internet Explorer (11)
ეს გვერდი ახლდება სამ თვეში ორჯერ, იმ დროისთვის უახლესი ვერსიების აღწერით და შესაძლოა ყოველთვის ვერ მოიცავდეს, ბოლო სიახლეებს.