firefox-ios-firefox-browser

მოკლე გზებით იმოგზაურეთ ინტერნეტში Firefox Android-ით

იხილეთ ყველა გახსნილი ჩანართი, ადრე მოძიებული და რჩეული საიტები ერთიანად Firefox-ბრაუზერით Android-ზე.

ხელმისაწვდომია Google Play-ზე

გადმოწერეთ Firefox Android-ზე

QR-კოდის წაკითხვა, დასაწყებად

წააკითხეთ QR-კოდი და Firefox-ს მიიღებთ Android-ზე

სწრაფი და პირადი

Firefox Android-ზე თავისთავად უზრუნველყოფს პირადი მონაცემების უსაფრთხოებას გვერდების მსუბუქი ჩატვირთვით. თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვა კი არ აძლევს მეთვალყურეებს საშუალებას, თვალი გადევნოთ ვებსივრცეში ან შეანელოს გვერდების გახსნა.

პირადულობა ერთი შეხებით

გადადით პირად რეჟიმზე ერთი შეხებით. პირადი რეჟიმიდან გამოსვლისას კი მონახულებული გვერდების ჩანაწერები მაშინვე გასუფთავდება.

მოიძიეთ თქვენებურად

დიდ ტელეფონს იყენებთ, მაგრამ ჩვეულებრივი ზომის ცერა თითი გაქვთ? არა უშავს. Firefox Android-ზე საშუალებას მოგცემთ, საძიებო ველი ქვემოთ ჩამოიტანოთ ცალი ხელით ადვილად გამოყენებისთვის. ამასთანავე, შეგიძლიათ თავადვე აირჩიოთ სასურველი საძიებო სისტემა და მიუთითოთ Firefox ნაგულისხმევ ბრაუზერად, თუ მოისურვებთ.

დაზოგეთ ენერგია მუქი რეჟიმით

ნებისმიერ დროს გადართეთ მუქ რეჟიმზე, რომ შეამციროთ თვალების დაძაბვა და გაახანგრძლივოთ ბატარეის მუშაობა.

მოირგეთ მთავარი ეკრანი

ახლოს იქონიეთ სასურველი ინტერნეტგვერდები. იხილეთ გახსნილი ჩანართები, ბოლოს მოძიებული, ჩანიშნული და რჩეული საიტები ერთიანად.

გახადეთ Firefox ყოვლისშემძლე, დამატებებით

დამატებები მძლავრი პატარა ხელსაწყოებია, რომლებიც ბრაუზერს მატებს პირადულობის დაცვისა და უკეთ მორგების შესაძლებლობებს.

განაგრძეთ იქიდან, სადაც შეჩერდით

გადადით ტელეფონიდან ნოუთბუქზე, პლანშეტზე ან პირიქით, შეყოვნებების გარეშე. Firefox საშუალებას იძლევა, ნებისმიერ მოწყობილობაზე თან წაიყოლოთ სანიშნები, ანგარიშები, პაროლები და მონახულებული გვერდების ისტორია, სადაც არ უნდა წახვიდეთ.

მოიძიეთ ტელეფონის მთავარი ეკრანიდან

პროგრამის გახსნა არაა საჭირო. დაამატეთ Firefox-ის საძიებო ველი პირდაპირ ტელეფონის მთავარ ეკრანზე და იქიდანვე გადაეშვით ვებსივრცეში.

მიამაგრეთ ვიდეოები ეკრანზე

ამოაგდეთ ვიდეოები საიტიდან და დატოვეთ ეკრანზე მიმაგრებული, გვერდების თვალიერებისას ან სხვა რამის კეთებისას. გაერთეთ, სამუშაოს შესრულების დროსაც.

გაიცანით Mozilla

Mozilla არსებობს იმისთვის, რომ ინტერნეტი გახადოს საყოველთად ხელმისაწვდომი საშუალება, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ღია და თავისუფალი, ყოველთვის სჯობს დახურულსა და მართულს. რასაც ვქმნით, მათ შორის Firefox და Pocket, მიმართულია არჩევანის შესაძლებლობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებულობის ხელშეწყობისთვის.